მაილი საირუსი: ვეგანი აღარ ვარ, რადგან ტვინი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებდა

716

მაილი საირუსის თქმით, ის ვეგანი აღარ არის, რადგან მკაცრმა დიეტამ მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედა.მომღერალმა ამის შესახებ ჯო როგანის პოდკასტში ილაპარაკა.

“დიდი ხნის განმავლობაში ვეგანი ვიყავი და ბოლოს მომიწია ჩემს ცხოვრებაში თევზისა და ომეგას შემოტანა, რადგან ტვინი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებდა.” – თქვა მან.

მაილი საირუსის თქმით, ის 2013 წლიდან 2019 წლამდე ყველაზე მკაცრ ვეგანურ დიეტას იცავდა, “რაც კი ოდესმე გაგვიგია”. მომღერალი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ტვინის ფუნქციონირება დაერღვა, მას სტკიოდა თეძოები და ისეთი განცდა გაუჩნდა, თითქოს ორგანიზმი ვიტამინებისგან სრულიად დაეცალა.მომღერალი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში პირველი არავეგანური სადილი ყოფილმა ქმარმა, ლიამ ჰემსვორტმა მოუმზადა.

“ჩემმა ყოფილმა ქმარმა თევზი შემიწვა გრილზე. [ჭამისას] დავტიროდი, დავტიროდი თევზს, მართლა ძალიან განვიცადე”. – თქვა მან.

მაილი საირუსის თქმით, კვების რაციონში ხორცისა და მცენარეული ცილების დამატების შემდეგ, გაცილებით ენერგიული გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

“ვიცი, რომ [ვეგანები] გამაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ამას მიჩვეული ვარ.” – თქვა მან.