ერეკლე გეწაძე ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის გამარჯვებული გახდა

672

ერეკლე გეწაძე ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში “ხალხის რჩეული” გახდა.

რაც შეეხება უშუალოდ რადიოს დიჯეის ჯემზ სუპერნოვას მიერ შერჩეულ ჯგუფს, ეს გახლავთ უკრაინული ბენდი #Krapka;KOMA.
კონკურსი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატიცით განხორციელდა და მასში საქართველოდან მონაწილე პირველად მოხვდა.

ერეკლეს ნამუშევრით შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დატკბეთ თუ გადახვალთ ბმულზე https://soundcloud.com/erekle-getsadze/on-my-mind

ერეკლე გეწაძე უპირობოდ ლიდერობდა კონკურსის განმავლობაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ რადიო სელექტორი #SelectorRadio მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აცნობს რადიო მსმენელებს საუკეთესო ბრიტანულ მუსიკას და ნიჭიერ ახალგაზრდებს, აკავშირებს რა მუსიკის მოყვარულებს ყოველკვირეულად ესპანეთიდან ჩინეთამდე. ამ ყოველკვირეულ ორსაათიან რადიო პროგრამას უძღვება ჯემზ სუპერნოვა, რომელიც გთავაზობს ახალ და საინტერესო მუსიკას მიუხედავად ბენდისა, მუსიკოსისა თუ ჟანრისა.