I Like To Move It-ის ავტორი და შემსრულებელი გარდაცვლილი იპოვეს

58

49 წლის დიჯეი და პროდიუსერი ერიკ მორილო შტატ ფლორიდაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს. 2020 წლის აგვისტოში პროდიუსერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ქალბატონის განცხადებით, ინციდენტი 2019 წლის დეკემბერში, კერძო წვეულებაზე მოხდა. სასამართლო სხდომა 2020 წლის სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.