BTS-ის ახალი სინგლი ბილბორდის ასეულში მოწინავე პოზიციაზეა

147

სამხრეთ კორეული ბოიბენდის, BTS-ის ახალმა სინგლმა Dynamite ბილბორდის ცხელ ასეულში მოწინავე პოზიცია დაიკავა. ამას ადასტურებს Nielsen Music/MRC Data-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც კომპოზიციას, გამოსვლიდან პირველ კვირაში, 33.9 მილიონი მსმენელი ჰყავდა. რაც შეეხება გაყიდვებს, გაყიდვებმა 300 ათასს გადააჭარბა.