Akon-მა საკუთარი ქალაქის მშენებლობა დაიწყო

88

რეპერმა Akon-მა საკუთარი ქალაქის Akon City-ს მშენებლობა სენეგალის ერთ-ერთ კუნძულზე დაიწყო. პირველი ნაბიჯები კი სენეგალის ტურიზმის მინისტრის, ალუინა სარას მონაწილეობით განხორციელდა.

თავად რეპერმა Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ Akon 2000 აკრზე ქალაქის გაშენებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთი მას სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალმა გადასცა. ქალაქში ყველა სავაჭრო ოპერაცია ელეტრონულ ვალუტაში AКoin-ში განხორციელდება.