Video Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

340

Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. ღონისძიებაზე MTV-იმ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები გამოავლინა.

მომღერალი ლედი გაგა „წლის არტისტად“ დაასახელეს. არიანა გრანდესთან მისმა დუეტმა Rain on Me კი „წლის სიმღერის“, საუკეთესო კოლაბორაციისა“ და „საუკეთესო კინემატოგრაფიის“ ნომინაციებში გაიმარჯვა.

ნომინაციაში „წლის ვიდეო“ კანადელმა შემსრულებელმა სიმღერისთვის Blinding Lights მიიღო.

რაც შეეხება „საუკეთესო პოპ-ვიდეო“, „საუკეთესო კეი-პოპ ვიდეო“ და „საუკეთესო ქორეოგრაფიის“ ნომინაციებს, გამარჯვებულიკორეული ჯგუფი BTS გახდა. კოლექტივი საუკეთესო ჯგუფად დაასახელს.

საუკეთესო რეჟისურისთვის კი ჯილდო ტეილორ სვიფტს გადასცეს.