თურქეთი მუზეუმების მეჩეთებად გადაკეთებას განაგრძობს

137

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, აია-სოფიას შემდეგ მეჩეთად კარიეს მუზეუმის გადაკეთებაც მიმდინარეობს.

როგორც ბიზანტიური არქიტექტურის სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე რობერტ ჯ. ოუსტერჰაუტი აცხადებს, ეს სტამბოლის ბიზანტიური მემკვიდრეობის წაშლის მცდელობაა.

ეს ეკლესია 1511 წელს ბიაზიდ მეორემ მეჩეთად აქცია, ხოლო 1945 წელს ხელისუფლების განკარგულების თანახმად ის მუზეუმად აქციეს. 2019 წლის ნოემბერში სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1945 წელს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო 2020 წლის 21 აგვისტოს ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგად შენახული ბიზანტიური ძეგლი კვლავ მეჩეთად იქცევა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საფრთხე ემუქრება XIV საუკუნის ფრესკებს, რომლებსაც ისტორიკოსმა ჯონ ჯულიუს კუპერმა “ბიზანტიური სიქსტეს კაპელა უწოდა”.

“საქმე იმაშია, რომ ეს ბიზანტიური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. მისი უნიკალურობის აღსაქმელად ის უნდა ინახულოთ, მაგრამ ვშიშობ, რომ თუ ის მეჩეთად გადაკეთდა, ამის საშუალება აღარავის ექნება”, – აცხადებს ოუსტერჰაუტი.