Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი წევრი გარდაიცვალა

530

ამერიკული ჯგუფის Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი გიტარისტი, ჯეკ შერმანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ჯეკი ჩვენს სადებიუტო ალბომში და პირველ ტურნეში მონაწილეობდა. ის უნიკალური იყო და მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა”, – წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.