რაგნარ კიარტანსონის “დაუსრულებელ იავნანას” მილანის ეკლესიაში შეასრულებენ

339

მილანის ეკლესიაში ისლანდელი მხატვრის რაგნარ კიარტანსონის პერფორმანსი Il cielo in una stanza შედგება. ნაწარმოების პრემიერა კარდიფში, ეროვნულ მუზემში გამართულ ბიენალე Artes Mundi-ს ფარგკებში 2018 წელს შედგა. ახლა კი 22 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე პროფესიონალი მომღერლები იტალიელი კომპოზიტორის ჯინო პაოლის სიმღერას საეკლესიო ორგანის თანხლებით შეასრულებენ.

“მომწონს, რომ Il cielo in una stanza გვიამბობს ჩვენს გარშემო სამყაროს შეცვლაზე. ესაა ლექსი იმაზე, რომ სიყვარულსა და მუსიკას პატარა დაკეტილი სივრცის კედლების განგრევა შეუძლიათ”, – წერს კიარტანსონი.