ტრევის სკოტი და ქიდ ქადი ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

141

მომღერლები, ტრევის სკოტი და ქიდ ქადი ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ. ცნობილია, რომ არტისტები წარსულშიც თანამშრომლობდნენ. ამ ეტაპზე მათ რამდენიმე კომპოზიცია უკვე ჩაწერეს.

როგორც ტრევის სკოტმა აღნიშნა, მან საკმარისი გამოცდილება დააგროვა და ახლა მზადაა ამ გამოცდილებას თავი მოუყაროს. მუსიკოსებმა აპრილში კომპოზიცია THE SCOTTS გაავრცელეს, რომელიც მათ საერთო ალბომში შევა.