არიანა გრანდემ რიანას აჯობა

86

პოპ-ვარსკვლავმა, არიანა გრანდემ რიანას აჯობა. მუსიკალურ სტრიმინგ-სერვისზე არიანას 20.5 მილიარდზე მეტი მსმენელი ჰყავს. მონაცემები კომპანია Chart Data-მ გამოაქვეყნა.

ამასთან დაკავშირებით არიანამ, სოციალური ქსელის საშუალებით მსმენელებს მადლობა გადაუხადა. რიანას კი საკუთარი ახალი ალბომის მალე გამოშვების თხოვნით მიმართა და დასძინა, რომ ამ გზით რიანა ისევ შეძლებს იყოს პირველი.