უხანში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა

76

ჩინეთის ქალაქ უხანში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შორის, სოციალური დისტანცია არ იყო დაცული. გარდა ამისა, არცერთ სტუმარს პირბადე არ ეკეთა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი სწორედ ქალაქი უხანი იყო. პანდემიის გამო დახურული აკვაპარკები ივნისში გაიხსნა და მას ყოველდღიურად 15 000-მდე ადამიანი სტუმრობს.