ოზი ოსბორნის შესახებ ფილმს გადაიღებენ

421

მუსიკოს, ოზი ოსბორნის შესახებ ფილმს გადაიღებენ. პროექტზე მუშაობა ახლახანს დაიწყებს, ამიტომ ბევრი დეტალი დაუზუსტებელია, თუმცა როგორც მუსიკოსი და მისი ცოლი შერონი აცხადებენ, ფილმში მათ რეალურ  ურთიერთობაზე იქნება საუბარი. „ეს იქნება ფილმი უფროსებისთვის და არა ბავშვებისთვის“, – ამბობს შერონი.

„ფილმი ჩემი და შერონის ურთიერთობაზეა. მაყურებელი გაიგებს თუ, როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დავქორწინდით. ჩვენ ერთად გავიზარეთ. ქორწინების 38 წლის იუბილეც კი აღვნიშნეთ“, – თქვა ოზი ოსბორნმა.