თურქეთში არქეოლოგებმა უძველეს სპორტულ დარბაზს მიაგნეს

90

თურქეთის ქალაქ იზმირთან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სპეცალისტებმა რომაული აბანო და სპორტული დარბაზი აღმოაჩინეს. კვლევები იზმირის უნივერსიტეტის კატიპ ჩელების არქეოლოგების მიერ ჩატარდა. მათ ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის ნანგრევები იპოვნეს, რომლებიც ფიზიკური, სოციალური და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილზე მიუთითებს.

მეცნიერები თვლიან, რომ ნაგებობები იმპერატორ ადრიანის პერიოდისაა.