საიმონ კოუელს კელი კლარკსონი შეცვლის

83

მსახიობი და მომღერალი კელი კლარკსონი ტელეშოუში America’s Got Talent საიმონ კოუელს შეცვლის.

“ახლა ჩვენი მეგობარი საიმონ კოუელი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ გადის მკურნალობას ველოსიპედიდან ჩამოვარდის შემდეგ. ამიტომ მას არ შეუძლია პროექტის ჩაწერას დაესწროს. ნუ ღელავ ამერიკა! მის ადგილს ვიღაც უფრო ბრძენი, მაგარი და ვნებიანი დაიკავებს – ეს საოცარი კელი კლარსკონია”, – წერია პროექტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროდიუსერი და შოუ America’s Got Talent-ის ჟიურის წევრი საიმონ კოუელი ხერხემლის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ახალი ელექტრო-ველოსიპედიდან გადმოვარდა. ოჯახის განცხადებით, კოუელს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 5 საათის განმავლობაში კეთდებოდა.