“დოგვილის” არასტანდარტული ესთეთიკა

124

ბევრს ფილმს აქვს სცენა შენობაში ან შენობებით სავსე ქალაქში. ეს შეიძლება იყოს პერსონაჟის წარმოჩენისთვის, მოქმედებისთვის და ფინალისთვის. ფილმი შეიძლება დაიწყოს და დამთავრდეს შენობაში. ან უბრალოდ იყოს ადამიანის ცხოვრების სტილის მთხრობელი. ზუსტად ამ სტანდარტს ეწინააღმდეგება ლარს ფონ ტრიერის ფილმი “დოგვილი”.

სანამ ამ ფილმის ესთეთიკაზე გადავალთ, განვიხილავთ ამ, ბერტოლტ ბრეხტის მიერ შთაგონებული ფილმის ამბავს.

დოგვილი არის პატარა ქალაქი, რომელიც ცდილობს რომ აღწეროს 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდი.  ადგილმდებარეობით ის არის მთის წვერთან ახლოს, კოლორადოს შტატში. მისი ლიდერი არის მარტოხელა ფილოსოფოსი და ინტელექტუალი ტომ ედისონი, რომელიც ყოველთვის ეძებს პოზიტივს, და ამავე დრო თავისი პატარა ქალაქის მორალურ და სტრუქტურულ გაძლიერებას.  ქალაქში ცხოვრობენ პატარა ბავშვები, მაღაზიის მენეჯერები, მძღოლები, მოხუცი კაცები და ქალები, უსინათლოები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მუშები. ქალაქის ღირშესანიშნაობები მოიცავს მაღაზიებს, ბაღებს, ქვაბულს, სკამებს კლდესთან ახლოს, ეკლესიებს და გამორჩეულად დიდ სახლს, სადაც ფილოსოფოსი ტომ ედისონი ცხოვრობს. ეს ქალაქი ბუნებით ძალიან პრიმიტიული და ღარიბია. ამ ქალაქს  სხვა ცივილიზაციასთან კონტაქტი არ აქვს.

დოგვილის ქალაქში ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის, სანამ მის ცხოვრებაში ერთი ტრაგიკული და უბედურების მომასწავებელი პირი არ ჩაერევა. განგსტერის მიერ ნასროლი ტყვიების ხმამ დოგვილის ერთადერთი ძაღლის და ლიდერი ტომის ყურადღება მიიპყრო. შორიახლოს ისინი პოულობენ შეშინებულ გოგოს, სახელად გრეისს, რომელსაც ნიკოლ კიდმანი თამაშობს.  საიდან მოდის ის ? რატომ გამოიქცა ის ? ვისგან იმალება ის?  მისი იდენტობა არის იდუმალებით მოცული.  ტომი გრეისს თავშესაფარს აძლევს ერთი პირობით, რომ ის იმუშავებს და მოეხმარება ქალაქის ინფრასტრუქტურას და პროდუქტიულობის დონეს. მუშაობის შედეგად გრეისი  ნელ-ნელა რეპუტაციას შეიქმნის და გახდება პატივცემული მოქალაქე. თავდაპირველად მაცხოვრებლები ცოტა სკეპტიკურად უყურებენ გრეისს და ორი კვირის შემდეგ მისი გაგდება სურთ.  ორი კვირის პერიოდში ცხარე სახეები იქცევა უმანკო სახეებად, ხოლო გრეისის იმიჯი და რეპუტაცია პოზიტიური ხდება. ამასობაში ტომთან გრეისს ინტიმური ურთიერთობები უმყარდება.  გრეისს ჰგონია თავი სახლში და სითბოში, მაგრამ მან არ იცის რა ელის მას შემდეგ დღეებში. ამასობაში სოფელი შინდება და წუხდება პოლიციისა და განგსტერთა უსასრულო ვიზიტების გამო.  ქალაქი გრეისს  დროებით თავშესაფარს აძლევს. ცოტა ხნის შემდეგ კი ადგილობრივები ცდილობენ გრეისის უფრო სექსუალური და მონური გზით გამოყენებას და მასზე ძალადობას.

გრეისის შეფარება ნელ-ნელა იქცევა და წარმოჩინდება ცრუ სითბოს და მოჩვენებითი დაცვის შეგრძნებად და დემონსტრირებად.  გრეისის სტატუსი ნელ-ნელა მიდის ტრავმირებული ადამიანისკენ. მას ძალიან ეშინია არაკომპეტენტურობის გამო სამუშაოს დაკარგვის და მოქმედებს ძალიან ფრთხილად. მას არ აქვს გაქცევის საშუალება. ის ნელ-ნელა ძალადობის და გაუპატიურების საგანი ხდება. გრეისი ნელი ტემპით ებმევა ობობის ქსელში.  სიტუაცია იქამდე მიდის, რომ მას ბორბალზე აბამენ და იყენებენ, როგორც მგრძნობიარე სექსუალურ სათამაშოს. მისი სტატუსი დეგრადირდა მსახურიდან მონამდე. მისი მდგომარეობა განისაზღვრება მის მიმართ წამოყენებული ტყუილი ბრალდებებით და მასზე მუდმივი ძალადობით. დოგვილში ატმოსფერო ხალისიანიდან გადადის მარტოსულ და დეპრესიულ ტონში. რაც უფრო გამომწყვდეულია გრეისი, მით უფრე ქვევით ეცემა ქალაქის  პროდუქტიულობის დონე და ის ყოველდღიურად იქცევა ჯოჯოხეთად. ხოლო ტომი კი ამასობაში მენტალურ სტრესშია. ტომი ყოველღამე იტანს ტკივილს იმის გამო, რომ ეს საცოდავი ქალი კაცებისთვის ღამის სექსუალური სათამაშო გახდა. რამდენიმე წარუმატებელი გაპარვის მცელობის შემდეგ, გრეისს ყელზე ბორბალს აბამენ და ტომის ტკივილი უფრო დეპრესიულ ფონში გადადის. ამ ქალაქის ხალხი მოქმედებს ორი ცხოველური ინსტინქტით: გადარჩენით და თავდაცვით. მათ საქმიანობაში ეს ცხოველური ინსტინქტები და პრიმიტიული ბუნება არის გამოხატული. ხალხი, რომლებიც ვაშლით და შუშის გაყიდვით ცხოვრობს. პაციფისტი დედა და მისი ვაშლების მზიდავი ქმარი, რომელიც პოტენციის ამაღლებას ცდილობს გრეისთან სექსით. 

ფილმში ძალადობის გამოხატვა რადიკალურად ცვლის ამ უდანაშაულო და საოჯახო ფილმს ძალიან ავბედით ტონში და აქცევს მას შურისძიების ფილმად. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ადამიანს, რომელსაც უნდოდა დიდი მეტროპოლიტენის ცხოვრებისგან  გაქცევა. რომელსაც უნდოდა კორუფციისგან თავის დაღწევა ახალ ქალაქში. თუმცა, რაც მიიღო მან იყო ათასჯერ უარესი და უფრო ველური. იმ სახლმა, რომელმაც გრეისი შეიფარა თვითონვე შეიწირა და გაჰყიდა მისი სული. ის უბრალოდ გახდა მოსახმარი ხელსაწყო, მხოლოდ მერე რომ ქცეულიყო, უბრალო სექსუალურ სათამაშოდ. ამ პატარა ქალაქმა უარესად განახორციელა გრეისის თავშესაფრის როლი იმ დიდ მეტროპოლიტენთან შედარებით. თვითონ ქალაქის ატმოსფერო გადმოსცემს უსულო და  ძველმოდურ ქალაქს, სადაც ბუდობს უსულობა და უსამართლობა.  მასში ცხოვრობენ  მოხუცი კაცები, რომლებიც ჯოხებით დადიან და პოტენცია აქვთ დაქვეითებული, ბრმა კაცი, რომელსაც ხელმოსაჭიდი კომპანია სჭირდება, მუშა ქალები, რომლებიც დღე და ღამე თავს აკლავენ ამ უკვე ისედაც მომსპარ ქალაქს, ცელქი ბავშვები, რომლებიც ჩაფლული არიან ახალგაზრდულ კრიმინალურ ქმედებებში და ძალადობაში. ეს ყველაფერი ქმნის ცივ და ურჩ სამყაროს, რომელშიც გრეისი ცხოვრობს და ცდილობს შეეწინააღმდგოს.

ფილმის უცნაურობა გამოიხატება  მის ინტერიერში და შენობების ნაკლებობაში. მთელი ფილმის მოქმედება ხდება ხმის სტუდიაში, რომელიც არის სავსე საყოფაცხოვრებო ნივთებით, უადგილო კედლებით,  მანქანებით და ცარცით მოხაზული ღირშესანიშნაობებით. რეჟისორისთვის სტილისტურად ძალიან სარისკო არჩევანი არის. ერთისთვის შეიძლება ცარიელი ადგილი იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უფრო წმინდა და უფრო დეტალური გამოსახულება დოგვილის. ეს ქალაქი არის ხაფანგი ქალაქელებისთვის სადაც უფრო მეტი უკანონობა და კონსერვატიული კანონები ბუდობენ ვიდრე სხვა კორუმპირებულ ქალაქში. მას არ აქვს მყარი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ველური ხალხი. აქ არ არის სრული ანარქია, მაგრამ არც ჩამოყალიბებული სამართალი არ არის. ქალაქი მოქმედებს ფსევდო- დემოკრატიული სისტემით, სადაც ხალხი არის მთავრობა და ასევე კანონიც . ეს უსახობა  მეტაფორულად გვანახებს ამ ქალაქის მაცხოვრებელთა ბუნებას, რაც ამ ფილმს ძალიან უნიკალურს ხდის. გარემოცვა არის დაცარიელებული განვითარებული ცივილიზაციისგან და სავსე ხალხის ცხოველური ხასიათით.

თავად მსახიობები ფენომენალურად თამაშობენ თავიანთ როლებს. მათში დახვეწილად იგრძნობა ცხოველურობა, სიმარტოვე, სითბო და სიუხეშე.

ხოლო დასასრული კი მორალურად ძალიან შავთეთრია ….

დოგვილის მოქალაქეები საბოლოოდ იარაღებით შეიარაღებულ მაფიოზებს აძლევენ მოსუსტებულ გრეისს და ამ მაფიის მთავარი აღმოჩნდება გრეისის მამა. გრეისი უბრალოდ გაურბოდა კორუფციით შემოსაზღვრულ ჯაჭვს და სისხლისმღვრელებს თავის ქალაქში. ხოლო მამას მისი დაცვა უნდოდა გარე სამყაროსგან.  მამამისი ურჩევს გრეისს სახლში დაბრუნებას ან მთელი ქალაქის გენოციდს. დიდი დაფიქრების შემდეგ, გრეისი ურჩევს მამამისს ქალაქის განადგურებას შურისძიების მიზეზით. მაფიოზები ჟლეტენ ყველას და ცეცხლით ანადგურებენ მთელ ქალაქს შენონებისგან და მოსახლეებისგან. ერთადერთი  ვისაც მაფიოზები იწყალებენ არის ძაღლი, რომელმაც თავდაპირველად შენიშნა გრეისი. ამ ძაღლმა  მოიტანა უნებურად უბედურება და სიხარული. ამ ძაღლს სიცოცხლე შეუნარჩუნეს ისედაც ცარიელ და განადგურებულ ქალაქში. 

მართლაც ძალიან ტრაგიკული ფინალია….

ფილმის ტონალური ცვლილება ძალიან უეცარია. მაყურებელი ვერც კი იფიქრებს იმას, რომ ქალაქი გრეისს, რომელმაც ის ფეხზე დააყენა,  უღალატებდა და ბორბალს მიაჯაჭვებდნენ, იმიტომ რომ ვიღაც ვაშლის ფერმერს ეძალადა გრეისზე. თვითონ მამის პერსონაჟის შეცვლა და მისი ძალადობრივი და გამაუპატიურებელი ხასიათის გამოჩენა ძალიან უეცარი და დაუზუსტებელია. თავდაპირველად ის წარმოჩენილია როგორც უწყინარი, დამცავი და ასაკისგან მოსუსტებული კაცი.  თეორიულად მამაც შეიძლება ყოფილიყო პრიმიტიული გარემოების და სტრესის მსხვერპლი როგორც უმეტესობა ამ ქალაქის მაცხოვრებლებისა. ეს ხასიათის ცვლილება და პერსონაჟთა ღალატი, შეიძლება მთავარ პრობლემად ჩაითვალოს ფილმის უცნაურ ადგილმდებარეობასთან ერთად. თვითონ გრეისის ყოფნა ამ ქალაქში და მისი გარემოს მიმართ შეგუება აღნიშნავს მის გაზრდას  როგორც ადამიანად ჩამოყალიბებას და უბიძგებს დაუნდობელი და ცივი სამყაროს წინააღმდეგ დაპირისპირებას.

ფილმის უმეტესი სტილი ნაკარნახევია  ჩარლს დიკენსის და ბერტოლ ბრეხტისგან. უმეტესი ფილმი გადმოცემულია უხილავი მთხრობელის მიერ, ძველი ინგლისური ფილმების და ნოველების სტილის მიხედვით. ლარს ფონ ტრიერის თქმით, ეს იყო ექსპერიმენტი თუ რამდენ ადგილს დაიკავებდა სტუდიაში ეს  ქალაქი ყველანაირი კომპიუტერული ეფექტების გარეშე. რაც  ფილმს ლარს ფონ ტრიერისთვის  ჩვეულ სტილს აძლევს. 

დავით რაზიკაშვილი