ბეირუთელმა ჰოდა მელკიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი დედა ძევ ბალადას Auld Lang Syne დანგრეულ ბინაში ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილია სულ მცირე 100 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 4 000-ს აჭარბებს.