უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

97

სტუდია Sony მომღერალ, უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს, რომლის პრემიერა 2022 წელს იგეგმება.

ცნობილია, რომ კინოსურათის რეჟისორი სტელა მეგი იქნება, სცენარზე კი ენტონი მაკკარტენი იმუშავებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება მთავარი როლის შემსრულებელი. პროექტს გარდაცვლილი არტისტის პატივსაცემად, მისივე სიმღერის „I Wanna Dance With Somebody” სახელი ერქმევა.

შეგახსენებთ, მომღერალი 2012 წელს ნარკოტიკული პრეპატარების მიღების შედეგად,  გარდაიცვალა.