ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი იწყება

166

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი იწყება. ქართველი მწერლებისა და ქართული ლიტერატურის გაცნობის მიზნით, ცენტრის მოწვევით, თბილისში საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთის და ბელგიის ლიტერატურისა და წიგნის სექტორის 15 წარმომადგენელი ჩამოვიდა.

სტუმრებს შორის არიან უცხოელი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები, ლიტერატურის ჟურნალისტები, აგენტები და წიგნის მაღაზიის წარმომადგენლები. ისინი 4 დღის განმავლობაში, ადგილზე შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მწერლებს, კრიტიკოსებს.

სტუმრებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ცენტრის საქმიანობას და მიღწევებს გააცნობს, ხოლო მწერალი და კრიტიკოსი დავით გაბუნია კი თანამედროვე კლასიკოს ავტორებსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას წარუდგენს.

სტუმრებს შორის არიან 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სპეციალური კამპანიის “Book Shop Campaign” გამარჯვებული წიგნის მაღაზიის წარმომადგენლები.

გერმანიის წიგნის მაღაზიის “ocelot, not just another bookstore” ბერლინის ფილიალის ორი წარმომადგენელი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრმა გასულ წელს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა.