მაკ-კარტნიმ The Beatles-ის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა

443

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ მაკ-კარტნიმ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კოლექტივის წევრებს ერთმანეთი სძულდათ – სიმართლეს არ შეესაბამება. მუსიკოსის განმარტებით, The Beatles ოჯახი იყო.

“ოჯახებშიც ხდება კამათი, აზრთა უთანხმოება. და ზოგს სურს რაიმე გარკვეული აკეთოს, სხვებს კი სხვა საქმიანობა ურჩევნიათ. ამიტომ, მგონია, რომ ჯგუფი მსგავსი კამათების შედეგად დაიშალა”, – აცხადებს მაკ-კარტნი GQ-სთან ინტერვიუში.