ამერიკელმა მომღერალმა, სელენა გომესმა ახალი სახლი შეიძინა, სადაც საცხოვრებლად კარანტინის პერიოდში გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინსტაგრამზე ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:
„კარანტინის დროს, ახალ სახლში გადაბარგებითა და გიტარის გაკვეთილებით ვიყავი დაკავებული”, – დაწერა არტისტმა.
როგორც ფოტოზე ჩანს, მანსარდის ტიპის ოთახი ხის ჭერითა და ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. თეთრი როიალი კი ოთახის ცენტრშია განთავსებული.