ისრაელში ნაპოვნი 3000 წლის ფიგურები გამოიკვლიეს

53

იერუსალიმის უნვერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა იოსეფ გრაფინკელმა, ჰირბეთ-კეიაფესა და ტელ-მოცეს სიახლოვეს ნაპოვნი, 3000 წლის ფიგურების შესწავლა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროფესორის განცხადებით პატარა ქანდაკებები ღმერთ იაჰვეს განასახიერებენ.

კვლევის შედეგები ჟურნალ Biblical Archaeology Review-ში გამოქვეყნდა და მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში აკრძალული იყო ღმერთის განსახიერება, ზოგიერთი ადამიანი მსგავს ფიგურებს მაინც ქმნიდა.

“იუდეისა და ისრაელის სამეფოების დროს მეზობელ სახელმწიფოებში ყველას თავისი ღმერთი ჰყავდა. მაგალითად, მოაბელებს – ჩემოში, ხოლო ჩვენ – იაჰვე”, – აცხადებს გრაფინკელი.

თუმცა, პროფესორის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან ჰირბეთ-კეიაფესა და ტელ-მოცეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების თანა-ხელმძღვანელები შუა კისილევიცი და ოდედ ლიპშიცი. მათი მტკიცებით, ფიგურებზე არაა წარწერები ან რაიმე ნიშნები, ამიტომ ვერავინ იტყვის დაზუსტებით რომელი ღვთაებაა ეს.