ავატარი 2-ის გადასაღები მოედნიდან კადრები გავრცელდა

62

ამერიკელმა პროდიუსერმა ჯონ ლანდაუმ, რომელიც რეჟისორი ჯეიმს კემერონთან ერთად “ავატარის” სიქველზე მუშაობს, Instagram-ში აცხადებს, რომ სცენების ნაწილი უკვე მზადაა.

“ყველა აღელვებული იყო და მზაობას გამოთქვამდნენ, რათა სამუშაოს დაბრუნებოდნენ. მოუთმენლად ველით, როდის დადგება ამ ყველაფრის შედეგი”, – წერს ლანდაუ.