ქეთი მელუამ ფანებისთვის ფლეილისტი შეადგინა

167

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, ქეთი მელუამ სიმღერის Airtime-ის აკუსტიკური ვერსია შეასრულა. არტისტმა ვიდეო youtube-ზე გამოაქვეყნა.

„აღფრთოვანებული დავრჩი ქავერებით, ამიტომ youtube-ზე ფანებისთვის განკუთვნილი ფლეილისტი შევადგინე. აქ ჩემ ახალ, ძველ და მომავალ სიმღერებთან ერთად თქვენს ვიდეოებსაც ავტვირთავ“, – დაწერა არტისტმა.

ცნობისთვის, კომპოზიცია Airtime ქეთის მომავალ ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება.