სპაზი ანუ ჩლუნგების იმიტირების პროექტი ლარს ვონ ტრიერის “იდიოტებში”

44

დანიელი კინორეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის  მიერ ინიცირებული Dogme 95 მოძრაობის დროს შექმნილი  ფილმი იდიოტები (Idioterne) უცნაურობის, პრაქტიკული აბსტრაქციონიზმის და ესკეიპიზმის საკითხებს განიხილავს.  ეს არის ფილმი, რომელიც არ ეძებს ლოგიკას, მენტალური დაავადების მქონე პირთა ხასიათის ზუსტ იმიტირებას და გარკვეულ თერაპიულ მიზანს.  თუმცა, ამ ფილმის ერთი შეხედვით უმიზნო ბუნებაში იმალება გზავნილი ფილმის პერსონაჟთა ქცევის მიღმა. ჩვენი მიზანია, რომ განვიხილოთ ფონ ტრიერის ფილმში დატრიალებული უცნაური ამბები. 

ფილმი კონცენტრირდება ანტი-მეინსტრიმულად განწყობილი ადამიანების ჯგუფზე, რომელიც შედგება პრაქტიკულად ყველა ტიპის პიროვნებისაგან –  დაწყებული ახალგაზრდა ქალებიდან და დამთავრებული შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირებით. ფილმის მთავარი დაკვირვების ობიექტი გახლავთ ჯგუფის ლიდერი, საშუალო ასაკის კაცი, სტოფერი და მისი ძმა და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ქალი, სახელად კარენი.  ეს ანტი-ბურჟუა ადამიანების ჯგუფი სახლდება დიდ საცხოვრებელ სახლში, კოპენჰაგენის შემოგარენში. სტოფერისთვის ეს არის მისი ოპერაციის ბაზის შტაბ-ბინა.  ამავე დროს, ის რატომღაც ცდილობს მიჰყიდოს ეს სახლი სხვა პირებს.  ამ შტაბში სტოფერის ჯგუფის წევრები სპაზის პროექტს ახორციელებენ.  ეს პროექტი ცდილობს სიმულაცია გაუკეთოს მენტალურად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებსაც განვითარების დაბალი დონე აქვთ და ჯგუფის წევრები იმიტირებენ მათ ქცევებს. თავდაპირველად ეს შეიძლება ხალხისგან სიმპათიიის მიღების საშუალება იყოს.  მაგრამ რაც უფრო წინ მიდის ფილმის სიუჟეტი, მით უფრო ღრმა ფენებს ამჟღავნებს ადამიანის სულის ხლართებისა.  გარკვეული დროის მერე აშკარა ხდება, რომ ფილმის პერსონაჟები რაღაცას გაურბიან.

აქ პერსონაჟები არ არიან ძალიან ჩამოყალიბებულები, როგორც ძლიერი და გამორჩეული ადამიანები. ისინი წარმოჩნდებიან ჩვეულებრივი სტერეოტიპულ ადამიანებად, რაც მათ მარტივ ბუნებას სძენს და რეალისტურად ხატავს.  ჩვენ არ ვიცით, ამ პერსონაჟებისათვის რა იყო ბიურგერული საზოგადოების წინააღმდეგ აჯანყების მოტივაცია.  ჩვენ არ ვიცით მათი წარსული.  ჩვენ არ ვიცით მათი ნამდვილი ბუნება.  მაგრამ ვიცით მათი სახეები და შენიღბული ქცევის ფორმები.  ეს აჯანყება თავისი ხასიათით არ ისახავს თავდასხმას, გადატრიალებას, მკვლელობას ან ზოგადად ძალადობას საზოგადოებაზე.  ის ისახავს მიზნად ადამიანის ნამდვილ „იდიოტად“ გამოყვანას,  რომელიც მოიცავს სპონტანური, დაუგეგმავი და ქაოტური ქცევის წესებს.

ამ ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები იყვნენ აქამდე უცნობი პირები, რომლებსაც  გამოცდილება არ ჰქონდათ სამსახიობო საქმიანობაში.  ეს ფაქტი ფილმს ნაკლებად იმპროვიზირებულ ტონს და უფრო რეალურ ატმოსფეროს სძენს.  კარიერის მხრივ ეს იყო დიდი რისკი ფონ ტრიერისთვის, რადგან სტანდარტულ ჰოლივუდურ ფილმში, წარმატებისათვის საჭიროა ცნობადი და პოპულარული მსახიობები. ფილმს ასევე აკლია დადგმული დრამატურგიის ელემენტები – რაც თავის მხრივ სიურპრიზის და ამოუცნობის ფაქტორს დიდად აძლიერებს.  ეს ათავისუფლებს ფილმს პროგნოზირებადი მომენტებისაგან.  ფილმი სავსეა უეცარი სიუჟეტური განვითარებებით და ცოცხალი და ცხოვრებისეული ამბების დინებითა და თხრობით. 

თუმცა, ფილმი ცდილობს გვაჩვენოს მენტალური გამოწვევების მქონე ადამიანების ხასიათი,  როგორც ქაოსის გამომწვევი „ეშმაკები“ და ზოგადად, საზოგადოების გამაღიზიანებლები. არადა, შშმ პირების მოქმედებები უფრო სტატიკურ მიჯნაზეა, რაც ფონ ტრიერის პერსონაჟებს უფრო ველურ შეშლილებად აყალიბებს, ვიდრე ჩამორჩენილებად.  ფილმმა ამაზე კრიტიკაც კი მიიღო.

მთავარი გმირები გარე კონტაქტებთან შეხვედრის დროს იქცევიან დაბნეულად და არაადეკვატურად.  ისინი ნებართვის გარეშე იკავებენ ადგილებს და იღებენ ნივთებს – არიან ბიპოლარული აშლილობის რეჟიმში, ხანდახან ფსიქოზიც ემართებათ და ერთ-ერთი მათგანი სახლის მყიდველს ფაშისტს უწოდებს.  ამ ფილმში მსახიობობა ისეთი ბუნებრივია, რომ მყისიერად შეიძლება გეგონოს, თითქოს ისინი მართლაც კოლექტიურად მენტალურად დაავადებულები არიან.  ფონ ტრიერმა ეს მსახიობები დააახლოვა მეგობრულ დონეზე უფრო რეალური ეფექტის მისაღწევად.  ფილმში მკვეთრად არის გამოსახული თუ როგორ აწყობენ ეს ადამიანები თავიანთ ერთობლივ საზოგადოებას, და ამავე დროს, ისინი ხანდახან როლიდან გამოდიან, როდესაც საკუთარ ნამდვილ სახელს ახსენებენ. ეს მოხეტიალენი თავიანთ საცხოვრებელ შტაბში თავისუფალი ტიპის წვეულებებს აწყობენ, სადაც ხანდახან ზნეობის ლიმიტსაც ცდებიან ხოლმე.

კი, მაგრამ თვითონ ეს პროექტი რას განასახიერებს. თეორეტიკულად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც დროებით აჯანყების ფაზად. მაგრამ სინამდვილეში, ეს სიგიჟის ფაქტორი, არის ტესტი საზოგადოიების მიერ შეხედულების აცილების და იგნორის, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ პერსონაჟებს უკეთებს გაქცევას სამყაროსგან. მაგრამ, უფრო მნიშვნელოვნად ის განასახიერებს, მათ ხერხს პერსონალური პრობლემებისგან გაქცევისგან. ჯგუფის იდეოლოგიაში, ჩადებულია აზრი რომ, ყველას ჰყავს თავისი შინაგანი იდიოტი, რომელიც დაეხმარება მათ, სამყაროს პრობლემების თავიდან არიდებაში. რეზულტატად კი გამოდის ჰიბრიდი, ტრაგიკული და სიტუაციური კომედიის, რომელიც გარე თვალის სირცხვილის მიუხედავად, მეთოდიკაში ქმნის ღრუბელს, სადაც შესაძლებლობები ულიმიტოა, არის ყოველთვის მხიარულება და სულ ბუდებს უმანკოება. რომელიც ჩვენ პერსონაჟებთან მიმართებით სიმპათიას გვრის ჩვენში. ეს პროექტი მათ ათავისუფლებს კანონ/წესისგან, რომელიც საზოგადოებაში არის ჩადებული და სიახლოვეში ისინი სიხარულს პოულობენ. როგორც რენეგადთა რაზმი სამყაროს წინააღმდეგ. ამ პროექტის შედეგი სცენებში მერყეობს კეთილგონიერიდან – სრულ გარყვინილებამდე! (სპეციფიურად ფილმის მეორე ნახევარის ორგიის სცენაზე).

ჩვენ პერსონაჟების ანტაგონისტები, ევლინებათ ჩვეულებრივი პრინციპები, სანავიგაციო საშუალებები და მათი ნაცნობები/მშობლები, რომლებიც ამ ცხოვრებიდან გამოყვანას სთავაზობენ და აბრუნებენ მათ თავიანთ ძველ მოსაბეზრებელ, სამყაროში. მეორე ნახევარში ირკვევა, რომ ზოგი ადამიანი ამ კოლექტივში არის უბრალოდ, სეგრერირებული, რომელიც თავის ხლობლებს გაურბის. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა(ოჯახი და სამუშაო), ერევა მათ კოლექტივში, მით უფრო შორდებიან ისინი, ამ “სამოთხეს“, რომელიც თვითონ ააშენეს და რომანტიკულ ურთიერთობებს აწყობენ. ფილმი ამითი გვანიშნებს, რომ გარეთა სამყარო არის ცუდის მომასწავებელი, რომ საზოგადოების წესები უფრო მატერიალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და არა ერთობლივ ურთიერთობებს.

როგორც ადრე განვიხილეთ. ფილმს არ აქვს დასამახსოვრებელი პერსონაჟთა სია. მაგრამ უმეტესად მას არ აქვს დირექცია და ფოკუსი. ფილმში არ ვიცით, რა მოხდება, ვინ წავა/დარჩება და ვინ არის მთავარი პროტაგონისტი. პერსპექტივა ხშირად იცვლება სტოფერიდან, მის ძმაზე და კარენზე. მაგრამ უმეტესად კონცენტრაცია სტოფერზეა. იმის მიუხედავად რომ პროტაგონისტი კარენია. კარენის წარსული არ არის ცნობილი დასასრულამდე, სადაც ვიგებთ, რომ მან გამოტოვა მისი შვილის დასაფლავება. მიზეზი უცნობია, მაგრამ თეორიულად, მას იგივე მიზეზი შეიძლება აქვს როგორც, სხვებს კოლექტივში. დავიწყება ტრაგედიის! მას არ უნდოდა ცრემლების ღვრა და უნდოდა პარალელურ საზოგადოებაში თავის ჩადება. ფილმის დასასრული ფოკუსირდება, კარენის ოჯახთან დაბრუნებაზე. რომლებიც ცივად და ძალიან უემოციოდ ესალმებიან მას. კარენი სპაზირებას ცდილობს, მაგრამ მისი ქმარი არ ყიდულობს ამ აქტს. ფილმის დასასრული ძალიან პესიმისტური შედეგით, მთავრდება. ესე ვთქვათ რეგრესირებული პროგრესი გაახორციელა. ინტერპრეტაცია ფილმის დასასრულის, ნიჰილიმზე ვარდება. ის ამტკიცებს რომ, ვერ გაექცევი ჩვეულებრივ წყობას და ალტრუისტურ ინსტინქტებს.

ფილმი გადაღებული იყო ხელით დასაჭერ, კომპაქტურ კამერებზე. ფილმი წარმოაჩენს არანაირ სპეცექეფტებს და ფილმის ძალიან დოკუმენტური და დაბალ ბიუჯეტიანი სტილი, უფრო ენდი უორჰოლის მაღალ ბიუჯეტიან საექსპერიმენტო ფილმად უფრო გაომოიყერაბა, ვიდრე რაიმე ნაპოვნი მასალის ფილმი. მოდი წარმოვიდგინოთ რომ ვორჰოლმა თავის საექსპერიმენტო ფრანჩიზაში Eat-ის და Manhattan- ის შემდეგ გამოუშვა ფილმი სახელად, The Retards და იგივე სული ექნებოდა ფილმს. ფილმი გავსებულია მაღალი სატურაციის დონით და საშინელი ვიდეო ხარისხით, რაც ამ ფილმის პრიმიტიულ ხარისხს უფრო ამკაცრებს. ეს იყო ლარსისთვის ძველი მეთოდების დაბრუნება. არის შეგრძნება რომ ჩვენ დავყვებით ამ საგიჟეთს და მის წევრებს, რაც ფილმს ხდის უფრო მეტად რეალურს.

ეს უმიზნო ფილმი, შეიძლება ყველასთვის არ იყოს. ამაში ბრალს ნუ დავდებთ, რადგან რაც არ უნდა გროტესკული, სასაცილო და უმიზნო იყოს, ის იძლევა დეპრესიულ მესიჯს, არანაირი ხარისხით და სრული ავანგარდული უცნაურობით.

დავით რაზიკაშვილი