ბილი აილიშმა ახალი კლიპი გაავრცელა

589

მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი სინგლი „my future“ გამოუშვა, რომელიც არტისტმა თვითიზოლაციაში ყოფნისას დაწერა.

არტისტის თქმით, მისთვის მომავალი მნიშვნელოვანია და სიმღერის ტექსტშიც აქცენტი სწორედ მომავალზეა გამახვილებული.

პროექტზე ბილი ძმასთან ერთად მუშაობდა. ანიმაცია კი ენდრიუ ონორატოს ეკუთვნის.