მეთიუ მაკ-კონეჰიმ მემუარები დაწერა

38

მეთიუ მაკ-კონეჰიმ მემუარების წიგნი “Greenlights” გამოსცა, რის შესახებაც საკუთარ Twitter გვერდზე განაცხადა.

“როგორც კი წერა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში დღიური გაჩნდა. ვიწერდი იმას, რაც მახარებდა ან მადარდებდა, მატირებდა და მაცინებდა, სვამდა კითხვებს და არ მაძინებდა ღამით. ერთი წლის წინ კი გადავწყვიტე თავი მომეყარა ხელნაწერებისთვის. ესაა ისტორია იმაზე, რომ ყველას სჭირდება მეტი მწვანე შუქი. არავის მოსწონს წითელი და ყვითელი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ოდესმე ისინიც იქცევიან მწვანედ”, – ამბობს მსახიობი.

წიგნი გაყიდვაში 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოვა.