“ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – პრიქველის კადრები გავრცელდა

35

“ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” პრიქველის სერიალ “მედდა რეთჩედის” კადრები გავრცელდა.

კენ კიზის რომანის ცნობილი პერსონაჟის ექთნის როლი სარა პოლსონმა შეასრულა. მოქმედება 1947 წელში ხდება, ხოლო შოუში ასახულია თუ როგორ ხდება ჩვეულებრივი მედდა ტირანი.

“თანდათან ჯანდაცვის სისტემა მისი ნაწილი ხდება, ხასიათის ბნელი მხარეები წინა პლანზე გამოდის და ვხედავთ, რომ ურჩხულებად არ იბადებიან – ურჩხულები ხდებიან”, – წერია პროექტის აღწერილობაში.

სერიალში მონაწილეობენ სინტია ნიქსონი, ჯუდი დევიდი და შერონ სთოუნი.