ბიონსემ ვიზუალური ალბომის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

32

მომღერალმა, ბიონსემ ვიზუალური ალბომის „Black Is King“-ის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. გავრცელებულ ვიდეოში არტისტის 8 წლის ქალიშვილი მონაწილეობს.

ხსენებულ ალბომში, შავკანიანთა ისტორიისა და აფრიკული ტრადიციების შესახებაა მოთხრობილი. მუსიკოსი ამ პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ცნობილია, რომ ალბომის პრემიერა 31 ივლისს „Disney+“-ზე გაიმართება.