მიკი რურკი დე ნიროს ემუქრება

44

ამერიკელმა მსახიობმა მიკი რურკმა ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რობერტ დე ნიროს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ დე ნირომ ერთ-ერთ ინტერვიუში მიკი რურკს “მხდალი” უწოდა.

“გამარჯობა, რობერტ დე ნირო! სწორედ შენ მოგმართავ. ჩემმა მეგობარმა მიამბო, რომ რამდენიმე თვის წინ შენ გაზეთთან საუბარში “მხდალი” მიწოდე. მომისმინე “მისტერ კინოს მაგარო ბიჭო”, შენ პირველი ადამიანი ხარ, რომელმაც ასე მიწოდა. ნება მიბოძე რაღაც გითხრა. როდესაც გნახავ გეფიცები ღმერთს, ბებიაჩემს, ჩემს ძმას და ყველა ჩემს ძაღლს, შეგარცხვენ. ღმერთია მოწმე”, – წერს რურკი.