ოზი ოსბორნზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი გავრცელდა

340

ბრიტანელი მუსიკოსის, ოზი ოსბორნის ცხოვრების შესახებ გადაღებული ორ საათიანი დოკუმენტური ფილმიდან „The Nine Lives of Ozzy Osbourne“ ფრაგმენტი გავრცელდა.

ვიდეოში არტისტმა გაიხსნება პერიოდი, როდესაც მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2020 წლის მსოფლიო ტურნე გააუქმა. სცენის ნაცვლად კი მთელი დრო სახლში გაატარა.

კინოსურათში არტისტის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ინტერვიუებს მოვისმენთ. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს იგეგმება.