მუსიკოსები პოლიტიკოსებს მათი შემოქმედების გამოყენებას უკრძალავენ

207

50-ზე მეტი არტისტი და მათ შორის, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ლორდი, ელვის კოსტელო, სინდი ლოპერი, შერილ ქროუ , Aerosmith, Blondie, Pearl Jam, Fall Out Boy, Green Day, ალანის მორისეტი, კორტნი ლავი, Linkin Park, Panic! At The Disco, R.E.M., სია და სხვები, ხელს აწერენ ღია წერილს, რომელშიც ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მათი შემოქმედების გამოყენების აკრძალვას ითხოვენ.

წერილის დაწერის ინიციატივა არტისტების უფლებებისთვის მებრძოლ ალიანსს ეკუთვნის. მათი მთავარი მოთხოვნაა “დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიერ შემუშავდეს აშკარა პოლიტიკა, რომელიც კამპანიებისგან მოითხოვს შეათანხმონ შემსრულებლებთან, ავტორებთან და საავტორო უფლებების მფლობელებთან პოლიტიკური თუ სხვა დანიშნულებით მუსიკის გამოყენება”.

“ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი არისტი ან/და საავტორო უფლებების მფლობელი ჩაითრიეს პოლიტიკაში, მათი სურვილის გარეშე და ისინი იძულებულნი გახდნენ აგრესიულად ემოქმედათ, რათა აეკრძალათ თავიანთი შემოქმედების გამოყენება, რომელიც პოლიტიკური მიტინგების დროს ეთერში ჟღერდება. პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვონ, ჯერ უნდა ეცადონ საზოგადოების ცალკეული წევრების ნდობა დაიმსახურონ, მაგალითად არტოსტების, რომელთა შემოქმედების გამოყენებაც სურთ”, – წერია წერილში.