ნორვეგიელმა კიელ ჰენინგ ბიორნსტადმა, რომლის ფსევდონიმიც “კიელ ელვისია”, ელვის პრესლის სიმღერების შესრულებას 50 საათი 50 წუთი და 50 წამი დაუთმო.
“ასე აღარასოდეს მოვიქცევი”, – განაცხადა თავად შემსრულებელმა.
ამგვარად, 2004 წელს გერმანელი ტომას გეტეს მიერ დამყარებული რეკორდი (43 საათი 11 წუთი და 11 წამი) ბიორნსტადმა გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ყოველი საათის შემდეგ 5 წუთი ისვენებდა და შოუს განმავლობაში მას ექიმი აკვირდებოდა.