ჯიმი ჰენდრიქსის ამერიკის ჰიმნის რევიზია

335

1969 წელი,  18 აგვისტო. ამერიკის შეერთებული შტატები. შტატი – ნიუ იორკი.  ქალაქი ვუდსტოკი. მსოფლიოს წამყვანი 31 როკ ჯგუფი და პერფორმერი წარსდგა უდიდესი აუდიენციის წინაშე საკუთარი ნამუშევრებით.  მომღერლები ღია ცის ქვეშ იყვნენ, სადაც ყველა ერთად უყურებდა მზის ან ღრუბლიანი ცის შუქს მაყურებლის თანდასწრებით.   

ვუდსტოკის ფესტივალზე, The Jimi Hendrix experience-ს ის ბენდი, დაგვიანების და საგზაო პრობლემების გადატანის შემდეგ, ამერიკული ჯარის 101-დივიზიის ვეტერანი და ბენდის ლიდერი ჯიმი ჰენდრიქსი, იწყებს მის ჯადოქრულ პერფორმანსს – ფუტკრებივით მოგროვილი 200 000 თავბრუდახვეული მსმენელის წინაშე, რომელიც ნელ-ნელა იფანტებოდა, მაგრამ არ წავიდა საოცარი მუსიკის გავლენით.  ჰენდრიქსი თავისი ჯადოსნური გიტარით აკეთებს ამერიკის ჰიმნის რევიზიას და ინტერპრეტირებს ამ Nation State-ისთვის და ფიზიოკრატებისთვის სალოცავ მუსიკაზე.  ჰიმნის ტექსტი ეკუთვნოდა ფრენსის სკოტ კიის, რომელსაც სახელად ერქვა Star-Spangled banner და  იყო ამერიკელი მოქალაქე „ბიურგერის“ წმინდა ტექსტი და მუსიკა.  ჰენდრიქსმა ეს ილუზია დაანგრია, როდესაც ამ სეკულარულ დოგმატიკას შეეხო და შეცვალა მუსიკა. ასე და ამრიგად – იქ დარჩენილი ხალხი დაესწრო ამერიკის 60-იანი წლების  ისტორიაში ყველაზე საკულტო მომენტს, სადაც ნაციონალიზმის ფანატიკოსების „ოცნების სიმღერა“ დაანგრია გენიალურმა ინტერპრეტაციამ.  ეს იყო ფენომენალური მომენტი ამერიკის ისტორიაში, რომელიც ოქროს ასოებით შევა მსოფლიო ცნობიერების პანთეონში.

ჯიმი ჰენდრიქსი დაიბადა 1942 წლის 27 ნოემბერს ქალაქ  სიეტლში (ვაშინგტონის შტატი).  ყმაწვილობაში მას ეძადნენ გიტარის ალქიმიკოსს, თავისი ექსპერიმენტული და გაბედული სტილის გამო და სცენაზე მაღალი ენერგიის მქონე ქარიზმის გამოვლინების შემდეგ.  მისი ნიჭი ადრევე შეამჩნიეს ბარში.  ბრიტანეთში წასვლის შემდეგ  მისი მენეჯერი გახდა ჩეს ჩენდლერი, როკ-ჯგუფ The Animals-ის ბასისტი.  მის მუსიკალურ სტილს ახასიათებდნენ  როგორც დეკადანსის სოულ-მუსიკას, რომელიც ხანდახან როკის ფორმაში გვევლინებოდა.  ზოგიერთ შემთხვევაში მას შავ ბობ დილანსაც უწოდებდნენ. 

ჯიმი ჰენდრიქსს, მისი მეომარი წარსულის მიუხედავად, აღწერდნენ როგორც მოსიყვარულე და მშვიდ კაცს, ჰიპური და თბილი ხასიათით.  მისმა ბენდმა, ოთხი  წლის განმავლობაში გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი, რომელებმაც წარმატება და გამოხმაურებები მოუტანა მათ.  

ჯიმის ტრიუმფი 27 წლის ასაკში მოვიდა, როდესაც იგი გადაღლილობის გამო სიკვდილისთვის მზად იყო. ჯიმის ცხოვრების დასაწყისი მძიმე იყო. ის გაიზარდა სიეტლის ისეთ რაიონში,  სადაც თეთრკანიანები დომინირებდნენ და რასიზმი ბატონობდა.  ჯიმის მშობლები ადრეულ ასაკში განქორწინდნენ და მას მრავალი ობოლთა თავშესაფრის გამოცვლის შემდეგ მოუწია ბებიასთან დასახლებულიყო.  მამის მიერ ნაჩუქარ გიტარაზე დაკვრა მან თვითონ ისწავლა, ისევე როგორც  მასტერინგი თორმეტი წლის ასაკში. 

1961 წლის იანვარში ჯიმი ჰენდრიქსი ჩაირიცხა პარაშუტისტების დივიზიაში, საიდანაც 1962 წლის ივნისში გარიცხეს საპატიო მიზეზების გამო.   წარმოიდგინეთ პარაშუტისტი ჰენდრიქსი, რომელსაც ვიეტნამის ოკუპაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო, თავის ქვეყანას და მსოფლიოს მოევლინა როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი იმპერიის ჰიმნის ყველაზე ნიჭიერი დეკონსტრუქციის ავტორი. 

ის ერთი ჯგუფიდან მეორეში გადადიოდა ფულის საშოვნად. დასაწყისში, ის არ გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ან საერთოდ გულგრილი იყო პოლიტიკის მიმართ. ის იყო პირველ რიგში ხელოვანი არტისტი  და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივისტი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მატერიალისტური მიზნები.  ის იყო ცნობილი შავკანიანი კაცი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სეგრეგაციის პერიოდში.  ჰენდრიქსს არ ეშინოდა საპროტესტო მიტინგებზე დასწრების მისი ევროპაში მიღებული გამოცდილების გამო. 

ჯიმი ჰენდრიქსმა საკუთარი სოციალური და პოლიტიკური პოზიცია სიცოცხლის ბოლო წლებში გამოხატა. მან შეასრულა კომპოზიციები ნიუ იორკში მარტინ ლუთერ კინგის პატივისცემს ნიშნად, რამაც აატირა ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მაყურებელი.  მისი ჯგუფი – The Jimi Hendrix experience –  არამარტო ქარიზმით და ტექნიკით, არამედ სისწრაფითაც იყო გამორჩეული. ხანდახან სიმღერას ერთ ამოსუნთქვაში ქმნიდნენ და ერთ დღეში იწერდნენ.  ჰენდრიქსის გიტარაზე დაკვრის ექსტაზი გამოიხატებოდა მისი საოცარი საშემსრულებლო ტექნიკით.  ეს ისეთი ტექნიკაა, როგორიცაა პირით დაკვრა, თავის უკან და მარცხენა ხელით, მარჯვენა ხელიანი გიტარის დაკვრა და  ბოლოს, გიტარის დამწვარ და გატეხილ კარკასზე მუსიკის შესრულება, რომელიც მნახველებს აოცებდა და აჯადოებდა კიდევაც.

ჰენდრიქსის ტურებს პრაქტიკულად ბედი არ სწყალობდა. ისინი ხშირად ინციდენტებით ან პოლიციის ჩარევით მთავრდებოდა, რაც კონცერტების გადავადებას ან ჩაშლას იწვევდა. მისი მუსიკალური ჯგუფის მიერ გამომუშავებული თანხა მიდიოდა არა ბენდთან, არამედ მათი მენეჯერის ჯიბეში, რომელიც იპარავდა საერთო ფულს ბაჰამის კუნძულებზე დასასვენებლად.

თვით ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი – The Star Spangled Banner – მოწოდებულია რომ მსმენელს გამარჯვებით, სიძლიერით, ტრიუმფით, პატრიოტიზმით და სიმამაცით აუვსოს გული,  რაც მის ტექსტშია გამოსახული. თავიდან უბრალო მაყურებელს შეეძლო ეფიქრა, რომ ეს იყო უბრალოდ მთვრალი ან პაროდირებული შესრულება ორიგინალური ჰიმნის, თუმცა გიტარაზე პირველივე თითის დადების შემდეგ, უკვე  ცხადია, რომ ეს არ არის უბრალო „cover“-ი.  ჩუმი და უემოციო ჯიმი, რომელმაც თავისი ემოციის გამოხატვა მიანდო გიტარას და გადმოსცა არაადამიანური, მტირალი, დაჭმუჭნილ-დამახინჯებული ფსევდო-ჰარმონია.  ნელ-ნელა – რაც უფრო გრძელდება ჰიმნი, მისი ხმა, უფრო და უფრო ხმაურიანი ხდება. რაც უფრო დრო გადის მუსიკა შთაბეჭდილებას ქმნის, რომ შემსრულებელი არა გიტარას, არამედ, მძიმედ დაჭრილ ადამიანს ატარებს, რომელიც ნელ-ნელა ცრემლებით და ტკივილით ივსება, როცა მისი სული მიდის მოსანანიებლად, აგრესიული აკუსტიკის წყალობით.  თვითონ ეს დაჭრილი არის მისივე ქვეყანა და ამ ქვეყნის შვილები.  ამ კომპოზიციაში სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი რამე მიანიშნებს მის პოლიტიკურ გზავნილზე – რომ ეს ქვეყანა არის ჩართული უზარმაზარ და გრანდიოზულ გვამთა ცირკში ანუ ვიეტნამის ომში, და გარშემორტყმულია უზარმაზარი, სოციალური უთანასწორობის კედლით.  ამ სიმღერის, უსიტყვო ხარისხი აძლევს სიმღერას დამცინავ ტონს, რაც გამოძახილია, ამერიკის სასირცხვილო აქტებზე და მდგომარეობაზე.  ეს ამ მუსიკალურ კომპოზიციას ფსევდო-მამაცურ ხასიათს მთლიანად ანაგვიანებს. 

კომპოზიციაში ნაჩვენები ტირილი, შეიძლება გაგებული იყოს, როგორც ვიეტნამის ომის შემადგენელ ნაწილთა მუსიკალურ წარმოჩინებად. მაგალითად, გიტარის მაღალი ნოტები, შეიძლება შეადარო სირენას, ყვირილს, ბომბის აფეთქებებს და ა.შ.  ჯიმი ჰენდრიქსმა მის ამ ნაშრომს  სრული განმარტება არასდროს არ მისცა. რაც სპეკულაციის ცხელი წერტილი გახდა.

რაში გამოიხატება ამ სიმღერის არსი?  ეს კითხვა უფრო მეტ ამოუცნობ ხარისხს მატებს ამ არაჩვეულებრივად მელანქოლიურ და ორგანულად ცოცხალ მუსიკალურ კომპოზიციას.  კომპოზიცია იძენს მრავალ მნიშვნელობას.  ეს ისტორიული კომპოზიცია მოქმედებს როგორც უსიტყვო აღწერა ომის საშინელებების, მისი ბუნების, ადამიანების კოლექტიური შიშების აღწერა.  ეს შესრულება ასევე დიდი სიურპრიზი იყო მსმენელისთვის, რადგან ეს არ იყო სიმღერა ალბომიდან – გადმოტანილი ცოცხალ ფორმაში. ეს იყო ჰენდრიქსის მიერ შესრულებული არნახული და უეცარი პოლიტიკურ-მეტაფიზიკური პერფორმანსი, რამაც მთელი 60-იანი წლების პერიოდი განასახიერა.  შეგახსენებთ რომ ვუდსტოკის პერიოდში ჯიმი ჰენდრიქსი ამ ფესტივალის ყველაზე ძვირად ღირებული შემსრულებელი იყო.

ჯიმი ასევე გაწევრიანებული იყო, აფრიკულ-ამერიკელების შავი პანთერის თავდაცვის და რევოლუციონერების მოძრაობაში. რომელიც დაარსებული იყო 1966 წელს, ოკლაჰომაში. ეს მოძრაობა მიიჩნეოდა პარანოიით შეპყრობილი ფედერალების და მთავრობის მიერ საზოგადოების ნომერ პირველ მტრად.  ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ჯგუფთან კონფრონტაციის დროს, ყოველთვის სისხლისღვრით, ამთავრებდნენ. პანთერის მოძრაობა, თვალყურს ადევნებდა და იცავდა შავთა, რაიონებს პოლიციის ძალადობისგან/ჩაგვრისგან. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ მიჩნეული მარქსისტებად. ჰენდრიქსის კონცერტებზე, ისინი ხშირად, დადიოდნე. ჯიმი მიიჩნევდა მათ, როგორც, თავიანთ ძმებს. მათთან ახლო ურთიერთობამ, დაანახა ჰენდრიქსს სხვა სამყარო, უთანასწორობით სავსე. მათი მკვლელობები იყო ინსპირაცია ჰენდრიქსის შესრულებების მიღმა. მან აღძრა, მისი პოლიტიკური მხედველობა ამ ჰიმნში.

ეს იყო უსიტყვო პროტესტი და კონტრ-კულტურის მისალმება შტატებში, არამარტო ომის წინააღმდეგ, არამედ შტატში არსებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც იყო რასიზმი, სექსუალური რევოლუცია, სოციალური უთანასწორობა, რელიგიური ფანატიზმი, რესპუბლიკური ბატონობა და ძალადობა.

 რა თქმა უნდა სიმღერას არ შეუძლია, ომის დამთავრება ან ქვეყნის რეფორმირება, მაგრამ მისი იდეა ხალხს ყოველთვის მოაჯადოვებს და ასწავლის მორალურ გაკვეთილს.  მას  ასევე შეუძლია, თაობის შექმნა, ან/და უკვე არსებული თაობის, იდეის გაძლიერებას შეიძლება მოემსახუროს. ეს არამარტო პროტესტად, არამედ  ჯიმის წარსულის და აღზრდის გარემოების, საწინააღმდეგოდ აჯანყებად შეიძლება, ჩაითვალოს. ანუ ჰენდრიქსის რეფორმირების წყურვილს უნდა მივაწეროთ.

ჯიმისთვის არ იყო უცხო ნარკოტიკებს და სექსი(რაზეც, მძიმედ იყო მიჯაჭვული). ოფიციალურ  სტატიების   გამოქვეყნებაში და რეპორტებში, გადაღლასთან ერთად, წერია რომ მან ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გაჟღენთილი ორგანიზმით დალია სული. თეორიები მიანიშნებს, რომ მისმა რევოლუციურმა გამოხტომამ და შავ პანთერაში გაერთიანებამ, ფედერალების და სრულიად ოპოზიციის ყურადღბა მიიპყრო.  ჯიმი თვითონვე წინასწარმეტყველებდა თავის დაცემას. დოკუმენტალური  ფილმის, ცისარტყელის ხიდის გადაღების დროს ის ეუბნებოდა თავის თანა- მსახიობებს და დირექტორს, რომ სახლში,  ხის სარკოფაგში დაბრუნდებოდა. ჯიმი ჰენდრიქსის გამოცდილების (The Jimi Hendrix experience) ბენდი, დაიშალა. ჰენდრიქსს ჰქონდა ოცნება, ჰქონოდა ხმის ჩამწერი სტუდია, მაგრამ, მისი ეს ოცნებაც, ფინანსური პრობლემების და მაფიის საბოტაჟის გამო დაემსხვრა. მისი შემდეგი გამოსვლები დანაღმული იყო ქაოსით, პროტესტებით და საბოტაჟით. მას დაყვებოდა ცუდი ბედი და დეპრესია, ასევე მაფიის წევრებიც, რომლებიც შეთქმულების თეორიებს აწყობდნენ მის წინააღმდეგ და იყვნენ საბოტაჟის წამომწყებნი. ჯიმის ალკოჰოლისგან გარდაცვლილად მოიხსენიეს, და არა ნარკოტიკებით და ალკოჰოლით/პრეპარატებით. მთელი ეს პრომლემები დატრიალდა, მისი პოლიტიკური პოზიციის გამო. ამერიკის ჰიმნის შესრულება რომ არა ის ისევ მიწის და რადარის ქვეშ მყოფი არტისტი იქნებოდა და არც ოპოზიცია არ დაინტერესდებოდა მისთვის ზიანის მიყენების განზრახვით.

ეს უბრალო მუსიკოსი, ცხოვრებამ გაწირა ტყუილში და კორუფციაში. ჯიმის პოლიტიკური დირექციის მხატვრულმა გამოხატვამ ის მთავრობის და მაფიის მსხვერპლად აქცია. სინამდვილეში კი ის იყო უბრალო ადამიანი, უბრალო ჰობით და გრანდიოზული ნიჭით. ვუდსტოკის ფესტივალზე შესრულებამ, მისი ცხოვრება კოშმარად აქცია. ჯიმი ჰენდრიქსმა როგორც როკ ნ’ როლის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა დაიმკვიდრა თავი და დატოვა უზარმაზარი კვალი მუსიკის ისტორიაში.

დავით რაზიკაშვილი