უემბლის სტადინზე სამხრეთ კორეულმა ჯგუფმა პირველად იმღერა

140

BTS პირველი კორეული ჯგუფია, რომელმაც უემბლის სტადიონზე იმღერა. კონცერტს 60,000 ადამიანი დაესწრო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2013 წელს სამხრეთ კორეაში შეიქმნა ბიჭების ბენდი BTS, რომელიც ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზსს.