კიდ როკისა და პამელა ანდერსონის განქორწინება “ბორატის” გამო მოხდა

121

საშა ბარონ კოენის თქმით, კიდ როკი პამელა ანდერსონს “ბორატში” გადაღებული სცენის გამო გაშორდა.

“ეს სცენა ორჯერ გადავიღეთ. პირველად, როდესაც მე ის “მოვიტაცე”, არავინ არაფერი მოიმოქმედა და ვთქვი: “რა უცნაური ფანატები არიან”. მეორე დუბლის გადაღებისას კი პამელამ ყბა დაიზიანა. კიდ როკი ფილმის ნახვის შემდეგ გაბრაზდა, ხოლო როდესაც მე ვკითხე ანდერსონს თუ რას ფიქრობდა ამ სცენაზე მისი მეუღლე, მან მიპასუხა: “ის მე მშორდება”. მე ვიკითხე თუ რა იყო ამის მიზეზი და მან მიპასუხა, რომ ეს ფილმის გამო მოხდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო”, – აცხადებს კოენი.