ნინი ბადურაშვილმა ახალი კლიპი გაავრცელა

172

მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა ახალი კლიპი გაავრცელა. ნინიმ ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა:

„ესეც ჩემი ახალი ნამუშევარი. ვიცი ბევრი ელოდა ამ სიმღერას, რომელიც თავის დროზე შეიყვარა მსმენელმა. იმედია ეს ახალი ვერსიაც მოგეწონებათ და თავიდან შეიყვარებთ.

რაც შეეხება კლიპს, ვფიქრობ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში სიმღერის ავტორს, ერეკლე დიდიას. ასევე ტექსტის ავტორს, ირინა სანიკიძეს. ბორიკო შხიანს საუკეთესო არანჟირებისთვის, Bravo Records-სა და ალეკო ბერძენიშვილს.  კლიპის დამდგმელ რეჟისორებს, ირაკლი ფიფიას, აბო გასპარიანსა და „abo production“ – ს. ირაკლი შენ ხარ უმაგრესი და სუპერ ნიჭიერი ადამიანი!

ასევე ქორეოგრაფიისთვის „მეს დენს სტუდიოს“ და არაჩვეულებრივ მოცეკვავე გოგოებს! მადლობა კლიპის მთავარ გმირებს  და უბრალოდ ულამაზეს, ანი ლოლაძეს  და უსიმპატიურეს ნიკა ნოზაძეს, ასე მაგრად რომ შეასრულეთ თქვენი როლები  და გაალამაზეთ ჩემი ვიდეო! ასევე მადლობა ჩემს მეგობრებს, ნინო მარტაშვილს – საუკეთესო ვიზაჟისთვის, ხატია ხატიაშვილს – თმისთვის! დაბოლოს, მადლობა მეღვინეობა „Giuaani Winery“-ს  მეღვინეობა გარეჯს და ბაგინეთს მხარდაჭერისთვის! მოუსმინეთ და ველი თქვენს შეფასებებს“, – დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში.