ნიკი მინაჟი ორსულადაა: რეპერი პირველ შვილს ელოდება

521

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საუკეთესო რეპერი ქალი შემსრულებელი, ნიკი მინაჟი ორსულადაა, ის მეუღლესთან Kenneth Petty-თან ერთად პირველ შვილს ელოდება. 37 წლის ვარსკვლავმა სიახლე ინსტაგრამ გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო, როდესაც მან გამოაქვეყნა ახალი ფოტო წარწერით #Preggers.