ჟურნალი Q არსებობას წყვეტს

728

ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი Q არსებობას წყვეტს, ხოლო 28 ივლისის ნომერი გამოცემის ისტორიაში ბოლო გახდება. ამის შესახებ განცხადებას სოციალური ქსელის მეშეობით მთავარი რედაქტორი, ტედ კესლერი ავრცელებს.

“ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ჩემი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ყველაფერი შესაძლებელი მოვიმოქმედეთ, მაგრამ COVID-19-მა გვაჯობა. მაპატიეთ, რომ ვერ გავუმკლავდი”, – წერს კესლერი.