დავით რაზიკაშვილი: “Oh Lord, why don’t you buy me Mercedes-Benz”

196

60-იანების დასასრულის შემდეგ და 70-იანების მოსვლისას, ამერიკული საზოგადოება ერთი შეხედვით დარჩა დიდად, ხელცარიელი და უნაყოფო, თვით პროდუქციის მხრივაც კი.  ყველაფერი, რაც იყო ხარისხიანი და გამძლე, ახალ იყო კარბონ კოპია, თავისი თავის. ეს იყო, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო/გასართობი ტექნიკა და რასაკვირველია, მანქანები. ამ ყველაფერმა ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი და უინტერესო გახადა.

იმპორტირების მოთხოვნილებები ცხადია ძალზედ გაიზარდა. ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა, ევროპა და იაპონია, სადაც, ახალი ბუმი იწყებოდა ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, გახდა მომხმარებლის მთავარი მიზანი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ისინი, იმ ქვეყნის პროდუქტების ჩახუთულ(დეგრადირებულ) ვერსიას იღებდნენ. ისინი ხედავდნენ იმიჯს და ხარისხს, რომელიც მატერიალისტურ ტენდენციებს უფრო აძლიერებდა მათ ფულით სავსე თვალებში.

ბურჟუაზიის გარდა, ჩვეულებრივს მოქალაქესაც უნდოდა, იგივე. რაც მას გზაზე აყენებდა, დამღლელ და ზომბირებულ გზაზე, შესანიშნავი ნივთის შესაძენად. რომელიც,  საბოლოო ჯამში მას მხოლოდ დიდ მენტალურ ზიანს აყენებდა და ფინანსურად უკრძალავდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება-შეძენას.  ამასობაში საშუალო ამერიკელი თვითონ კარგავდა საცხოვრებელს და ახლობლებს, რჩებოდა ქუჩაში და კვდებოდა სიღატაკისგან – მატერიალიზმის ვირუსით დაავადებული.

პრესტიჟის ერთ-ერთ გავრცელებულ “ბრენდად” და სიმბოლოდ ითვლებოდა მსოფლიოს მეგა ავტომობილთა გიგანტი, გერმანული წარმოების მანქანა მერსედეს ბენცი. რომელიც იმ დროისათვის აწარმოებდა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სპორტულ მანქანებს და Luxury GT-ის.  მათი Gullwing-ები და 600-ები იყვნენ ნაქები სიჩქარის, სტილის, აეროდინამიკის, პრაქტიკულობის და სიმდიდრის განსახიერება. რომელიც მალე იქცა სიმდიდრის ხატად, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გამო.   ამას გარდა უნდა ვახსენოთ აუცილებლად თვითონ მწარმოებლის ემბლემის – ბრენდის მიმზიდველობა მომხმარებლურ სამყაროში, რომელიც ასოცირებულია, სტერეოტიპულ ამერიკულ მომხმარებლურ აზროვნებსთან, რომელიც ნივთთა კერპთაყვალისცემასთან არის ასოცირებული. 

ეს მატერიალისტური დამოკიდებულა იქცა  ჯანის ჯოპლინის კრგად ცნობილი ჰიტ სიმღერის მთავარ თემად და იქცა თავისი დროის ერთ-ერთ წამყვან სატირულ ნაწარმოებად, რომელმაც მილიონობით ადამიანს მწარე სიმართლე უთხრა კონსუმერისტული დამოკიდებულების სასაცილო ტრაგიკულობის შესახებ.

ეს მეგა-ჰიტი, სახელად ‘’Mercedes Benz’’, რომელიც შესრულდა ჯანის ჯოპლინის და Full tilt Boogie band-ის მიერ ლირიკოსი ბობ ნეუვრითის სიტყვების მიხედვით იქნა დაწერილი.  სათაური დაიბადა პოეტი მაიკლ მაკკურის სიმღერის ერთ-ერთი სტროფიდან.  ამ ბლუს როკის/country fusion-ის სიმღერაში ის გამოხატავს, ქონების მონას, რომელიც ღმერთს ეხვეწება, მას მისცეს, მერსედს ბენცი, ფერადი ტელევიზორი და სხვა მოხმარების საგნები.  მომღერალს თითქოს უნდა რომ დარჩეს მეგობრებს შორის წამყვან პოზიციაზე მატერიალისტური პერსპექტივით. რომ თითქოს ეს არის მისი ერთადერთი სიხარულის და ბედნიერების წყარო.  რომ თითქოს ის – უბრალო ტექსასელი ობივატელი – ვეღარ იცხოვრებს ამ მატერიალური ნივთების გარეშე.   ჯანისი ეფექტურად აშარჟებს ამ პერსონაჟს, როგორც უსახო, მოწყენილ და უსულო კუპიურის მონას. მისი ხასიათი, დახვეწილად, არის გამოხატული ჯოპლინის, მტირალი და სევდიანი ტონით –

ავტორისავე თქმით, მატერიალისტური გზისკენ სიარული და სურვილებით ცხოვრება ადამიანს სიხარულისგან აცარიელებს და ნამდვილო ბედნიერებისგან ფიტავს.  ეს სიმღერა აღწერდა საშუალო კლასის ტექსასელი თეთრი მოხეტიალე და ნარკომანი გოგოს ცხოვრბას და გამოცდილებას, რომელსაც სულიერი საზრდოს არანაირ საშუალებას არ აძლევდა მის ირგვლივ შეკრებილი მომხმარებელთა საზოგადოება.

ეს სიმღერა ჯოპლინის მხრიდან იყო მწარე კრიტიკა 1960-იანი წლების მატერიალისტ თაობაზე, რომელთაც სიხარული ოქროში და ძვირფას ვილებში იპოვეს.  ჯოპლინი, მათ ყალბ ლოიალურობას და უსულო ცხოვრების სტილს დასცინოდა.  მისი გადმოსახედიდან სიხარული წარმოადგენდა ადამიანთა შორის სიყვარულს და ურთიერთობის ხელოვნებას.

შეგვიძლია თუ არა ჩვენ დავნახოთ გარკვეული მსგავსება ჯოპლინის კრიტიკის ობიექტებსა და ჩვენი 2020 წლის თაობის წარმომადგენლებს შორის?  შეიძლება თუ არა ამ ორი თაობას შედარება – მიუხედავად იმისა რომ უკვე 50 წელზე მეტი გავიდა მას მეგა ჰიტის შექმნის შემდეგ?.. 

“მერსედეს ბენცის” თემამ პოპულარობა მოიპოვა ანტი-მატერიალისტურად განწყობილ ჰიპებში, რომელთაც პერსონალური სიახლოვე იგრძნეს ამ სიმღერასთან.  ჯოპლინის სიმღერების თემები ემხრობოდა ადამიანის ბუნების სულიერ და კრეატიულ მხარეს, რაც მას დაეხმარა ამ სიმღერის გლობალური წარმატების მოპოვებაში.  ეს სიმღერა ასახავდა მეოცე საუკუნის ნეოლიბერალიზმით დაჩაგრულ რიგით ადამიანს, რომელიც თითქოს ცდილობდა რომ დაეჯერებინა საკუთარი თავი რომ მხოლოდ ტექნოლოგია და სიმდიდრე გაათავისუფლებდა მას სიცარიელით გამოწვეული  დეპრესიისგან.  ესეთი ადამიანის ტიპის, მარტინ ჰაიდეგერის ენით რომ ვთქვათ რიგითი ბიურგერის ანუ Das Man-ის ძრწოლა და სიკვდილი შიშით გამოწვეული დეპრესია 70-იანებიდან მოყოლებული დღემდე საუბედურო ნორმაა, როგორც მას დიდი ქართველი ფილოსოფოსი ირინა კალანდაძე იტყოდა.  სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიოს მატერიალისტურმა წესებმა, ამ სიმღერის სუბიექტი აქცია რეალობად….  მასიურ რეალობად, რომელსაც, თუ არ ექნება, რაიმე განვითარებული ტექნიკის კომპონენტი, თავის ლეკვს საკვებსაც ვერ უყიდის და მეგობრებსაც ვეღარ ნახავს.  ეს ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს, ჟან ბოდრიარს დაახლოებით იმავე დროს დაწერილი წიგნში “ნივთების სისტემა”, სადაც ის, ზუსტადა ასევე აკრიტიკებს ნივთებს დამონებულ საზოგადოებას. ეს ფაქტი კი პრაქტიკულად თანამედროვე ადამიანს ქვის ხანის მობინადრედ აქცევს.  ეს სიმღერა ასევე შეიძლება იყოს ანარეკლი ჯოპლინის ახლობლების და მეგობრების ცხოვრებისა.  ისინი, იგივე სისტემას თავს უხრიდნენ და საკუტარ თავს უბიძგებდნენ განივთებისკენ და კომოდიფიკაციისკენ და კარგავდნენ სულიერ შეხედულებას სამყაროზე, ისინი, ესე ვთქვათ, ‘თავისუფალი მარკეტის-ბაზრის საუზმე’ ხდებოდნენ..  ხოლო ვინც მდიდრდებოდა, ხდებოდა აჩრდილი საკუთარი თავის, ემბლემების კედლის მიღმა.  ჯოპლინის ნარკომანია, ესე ვთქვათ, შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ამ ტრაგიკულ სულიერ სიტუაციაზე მისი თვალების სხვა მიმართულებით მოქცევის სურვილით და სხვა, უფრო არაფორმალურ, ფსიქოდელიურ სამყაროში გადასვლის სურვილით, შორს მისი დეპრესიისგან და მარტოობისგან.  ამან შესაძლოა ინსპირაცია მისცა მის ზოგიერთ სხვა ნამუშევარსაც.

თვით ჯოპლინის ბიოგრაფის, ჯორჯ ვორრენის თქმით, ეს 1943 წელს დაბადებული, პორტ-ართურიდან წამოსული მოხეტიალე გოგო, საზოგადოებისთვის შეუვალ და გარიყულ პიროვნებად ითვლებოდა. მისი ცხოვრება, სავსე იყო ჰეროინით, მიტოვებით, პირადი ურთიერთობების არასტაბილურობით, აუხდენელი ოცნებებით და სიმარტოვის დიდი დოზით, რომელმაც, ნელ-ნელა განადგურებისკენ მიიყვანა და მისი ასეთი ტრაგიკული ბედი მას ასევე ეხმარებოდა მხატვრულ შემოქმედებაში.  მას ასევე ჰქონდა მისწრაფება გარეგნული სილამაზისკენ, რომელიც პოპულარული მოდის ჟურნალების სურათებიდან აჯადოებდა მის ტვინს. თუმცა მან ვერ მიაღწია ამ ‘სტანდარტული გემოვნებით’ დადგენილ სტანდარტს და გახდა საწინააღმდეგო, არა ქალური, ოდნავ ზემდეტწონიანი მაგალითი კონტრ-კულტურული მომღერლისა, რომელიც სინამვილეში ‘სტანდარტში’ მოცემული გლამურულ სილამაზეზე ბევრად მეტი იყო – მაგრამ ამის დაფასება მისი გარემომცველი საზოგადოებისგან საუბედუროდ არ ხდებოდა.

ეს მომხმარებლური სილამაზის “სექს-სტანდარტი”  მისი სულის დამცლელი დეპრესიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. მას ხშირად უხეშად და ცხოველურად ეპყრობოდნენ, თუნდა მისი საკუთარი კლასელები.  ჯოპლინს ხშირად აგდებდნენ შეკრებებიდან თუ ჯგუფებიდან, სრულიად ხელცარიელს და გულგატეხილს.  ის გახდა ეგრეთწოდებული ‘სასროლი მიზანი’ დაცინვის და დამცირების ტყვიებისთვის, მისი განსხვავებულობის და გამორჩეული ავანგარდულობის გამო.

თვითონ, ალბომი  Pearl-ი, რომელიც არის რითმ & ბლუზის, ფოლკის, კაპპელასი და ცოტა ფანკის, არის პერსონალური, ამბოხება, დიდი ძმის  წინააღმდეგ. თვით მისივე მუსიკალურ ბენდში კონფლიქტების, პროდუქციის შეცდომების და უთანხნოებების გამო, ჯოპლინი ხშირად აქაც მარტო რჩებოდა.

‘’A woman left lonely
Will soon grow tired of waiting
She’ll do crazy things
On lonely occasions

A simple conversation
With a new man now and again
Makes a touchy situation
When a good thing’s comin’ to an end’’

ჯანისი, ეწინააღმდეგებოდა პატრიარქალური ცივილიზაციის მიერ ქალის მოქცევის დადგენილ წესებს.  ის იყო ხმამაღალი, ხალხში გასული, გარეგნობით კაცური, ბიჭებში გარეული და ჩხუბის თავიც კი.  ის ადრეული ბლუს როკისმოყვარული იყო და წვეულებებზე თან ამ ტიპის მუსიკის დისკები დაჰქონდა.  

ტექსასის შტატში სეგრეგაციის მომატების შემდეგ მან დატოვა თავისი შტატი და შეუერთდა, მულტიკულტურულ, სან ფრანცისკოს სცენას.  სადაც, ესწრებოდა კონცერტებს, ისეთი არტისტების და ბენდების, როგორიცაა ბობ დილანი და დიდ ძმა (Big brother) (რომელშიც ჯოპლინი, იყო გაწევრიანებული). შემდეგ ის გადავიდა Full tilt Boogie-ს ჯგუფში, სადაც ალბუმი Pearl-ი გამოუშვა. ის, ცხადია სან ფრანცისკოს უფრო გახსნილ და პროგრესულ ქალაქად თვლიდა, მუსიკალური, მულტიკულტურული და უმცირესობებისთვის უფრო ადვილდ გასაძლებ სივრცის გამო. ეს ყველაფერი მისი ავანგარდული ხასიათისვის შესანიშნავი შეჯვარება იყო.

ირონიულად, ჯოპლინს თვითონაც ჰყავდა პორშე (სპეციფიურად პორშე 356 კარერას  მოდელი, თვითონ მანქანა, იყო დერივატი ფოლკსვაგენ ხოჭოსი”Beatle” რომელიც ასევე პორშემ შექმნა.), ჰიპების დეკორაციით და იკონოგრაფიით, მანქანა იმ დროისთვის ღირდა, 38,113 დოლარი, (რაც ახლანდელ პერიოდში უდრის 312,114 დოლარს ). მისი თქმით, ტარებისას, ის გრძნობდა, თავს შეუჩერებლად და ძლიერად. ეს არ იყო მატერიალისტური ფლექსი და ქონებით ბატონობის სიმბოლო. ეს იყო ცხოვრების წუთიერი ბედნიერების შეგრძნება. მისმა სიმღერებმა ბევრი ადამიანი მონათლა ანტი-მომხმარებელ ჰიპების კულტურის წარმომადგენლად, რაც ასევე მისი სიმღერის წარმატებულ/ჰიტის სტატუსზე გამოიხატა და თან 1970 წელს ბილბორდის ნომერ პირველ ჰიტად, ითვლებოდა Pearl-ის ალბომი.

მხოლოდ ორი ოფიციალური ალბომის გამოშვების და მრავალი  live შესრულების შემდეგ, ოცდაშვიდი წლის ასაკში, 1970 წელს, ჯოპლინი მსხვერპლი გახდა მისი დროის და ახლანდელი დიდი ილუზიის –  ბედნიერების და სხვა განზომილების ფხვნილის – ჰეროინის – რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება წაღო თან.

ჯანის ჯოპლინი დაემშვიდობა სამყაროს დიდი და ლეგენდარული მემკვიდრეობით თავისუფლების და სულიერების ჟანრში, რომელიც მისი გენიალური სიმღერებით შემოგვრჩა.  მის სიმღერებს მრავალი განახლება და რეინტერპრეტაცია შეეხო სხვა ავტორების მხრიდან და თვით ჯოპლინი იქცა კონტრ-კულტურული რევოლუციის ხატად. პატარა ტექსასელმა გოგომ, ჯანის ჯოპლინმა შექმნა თავისი თავი როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მუსიკლაურმა რევოლუციონერმა, რომელმაც მის თანამედროვეებთან ერთად მთელი პარადიგმა შეცვალა მუსიკლაურ ხელოვნებაში.  მის თვითოეულ სიმღერას და ალბომს დღეს კულტურული მემკვდრეობის სტატუსი აქვთ.