დავით რაზიკაშვილი: may you say I’m a dreamer?

263

70-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატები. . .  ეს ის პერიოდია, როდესაც გაზის კრიზისი, კორუფციის,  პარანოიის, კონტრ კულტურის და ვიეტნამის დაუნდობელი ომის წყალობით ამერიკაში კონტრ-კულტურული რევოლუცია დაიწყო.

პრეზიდენტ ნიქსონის და საერთოდ რესპუბლიკური პარტიის წარუმატებელმა ომმა 50 000-ზე მეტი ამერიკული გვამის დაგროვება გამოიწვია. კონტრ კულტურის წარმომადგენლები, ჰიპები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამას, ცხადია ვერანაირად ვერ აიტანდნენ.   ისინი სანაცვლოდ, მზად იყვნენ, ღამეები ეთენებინათ ქუჩაში საპროტესტო დემონსტრაციებზე.  ეს იმის გამო ხდებოდა, რომ მათი შვილები დაბრუნებულიყვნენ ომიდან ტყვიისა და ნაკაწრის გარეშე.  ასევე გამეფებული იყო სერიოზული სოციალური არასტაბილურობა. იმ დროს ამერიკაში ბევრი ადამიანი განსხვავებული აზრით მიჩნეული იყო კომუნისტად და ჯაშუშად.  ვიეტნამში უამრავი ხალხი იხოცებოდა – მილიონობით ვიეტნამელი და ათეულ ათასობით ამერიკელი – შეირაღებული ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ამ ყველაფერმა, ცხადია გააღიზიანა ერთი, რჩეული და უნიჭიერესი პიროვნება მუსიკალურ სამყაროში, რომელსაც სახელად ჯონ ლენონი ერქვა.

 ამასობაში, ლეგენდარული (და უკვე დაშლილი) როკ ჯგუფის The Beatles-ის ერთ-ერთი საკულტო ფიგურა, ჯონ ლენონი, თავის საოცრდ ნიჭიერ აქტივისტ/ხელოვან ცოლთან იოკო ონოსთან ერთად, მრავალ უნიკალური და კრეატიულ პროექტებს ქმნდა.  ის შეეცადა ძალადობრივი აჯანყების მაგივრად მხატვრული ფორმებთ გამოეხატა საკუთარი აზრი და შეგრძნება ვიეტნამის ომზე.  ამასობაში ლენონი დაეტაკა ამერიკის მთავრობის კორუფციას და მოწინააღმეგეებთან ბრძოლის უსამართლო ტაქტიკას – მცდარ მოსაზრებებს რელიგიაზე და საერთოდ კონსერვატიულ კულტურაზე, რომელიც ძალადობისკენ და სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა, ხოლო სიკეთეს კრძალავდა.  მას უნდოდა წარმოედგინა სამყარო ბატონობის, სისხლისღვრის და სეგრეგაციის გარეშე.  იმ ბოროტებების გარეშე, რომლებიც ნელ-ნელა ფარავდა მთელი მსოფლიოს ატმოსფეროს. აი, ამ ტანჯვის პროცესში  მრავალი ჩაწერის, სტუდიის შეცვლის შემდეგ დაიბადა შესანიშნავი რეზულტატი ანუ ადეკვატური ქართულით რომ ვთქვათ – საოცრება – 1971 წლის 11 ოქტომბერს გამოვიდა, ალბომი Imagine.

“Imagine there’s no heaven, it’s easy if you try. No hell below us, above us only sky. Imagine all the people living for today…”

რეაქცია ბურჟუა მკვიდრის თვალში სხვადსახვაგვარი იყო…

ერთისთვის ჰიტი, მეორესთვის მესიჯი, ხოლო მესამისთვის უბრალო პროვოკაცია და კიდევ ერთი პროტესტის სიმღერა.  თუმცა მასში გაჟღერებული სიმართლე გენიალური აღმოჩნდა. დღეს უკვე ერთი რამ ცხადია: ეს სიმღერა, მეოცე საუკუნის ჰიტად და ბილბორდის მესამე ტოპ სიმღერად მოგვევლინა.  ის ისეთი წარმატებით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში რომ შემდეგი ბევრი წლის განმავლობაში უკვე ოქროს ფუნდამენტზე დგას და დარჩა წარმოუდგენელ ლეგენდად.

ჯონ ლენონის და იოკო ონოს ალბომის Imagine-ის კომპოზიციაში შედიოდა როგორც ლირიკული როკ-პოპის მელოდიები, ასევე ღრმა პოლიტიკური ტექსტები. უნდა ითქვას, რომ ეს ტექსტები საკითხებს უკავშირდებოდა – ომს  და რელიგიურ საზღვრებს, ადამიანების ჩაგვრას, მთლიანად „ერი-სახელმწიფოს“ ჩაფლავებულ იდეას – თუ როგორი იქნებოდა სამყარო ჯოჯოხეთის და სამოთხის გარეშე;  სადაც არ იქნებოდა, ფანატიკური რელიგია და წეს-ჩვეულებები. ისეთი სამყარო, სადაც არ იქნებოდა ცხოველური აგრესია, მოთხოვნილებების სიხარბით დაკმაყოფილება და კორუფცია.  ისეთი სამყარო, სადაც სულიერი ერთობის პრინციპი ყვავის. ლენონს უნდოდა ისეთი სამყარო, სადაც არ იქნებოდა მატერიალისტური ტენდენციები და სადაც ერთმანეთის სიყვარული იმარჯვებდა.

სტერეოტიპული აზროვნებით დაავადებულმა ნეოლიბერალმა კრიტიკოსებმა ლენონი შეადარეს კომუნისტ/სოციალისტს და გამოაცხადეს „ნომერ პირველ ხალხის მტრად“ (“Public Enemy No#1”).  ბურჟუა ცნობერებით დაავდებულმა კრიტიკოსებმა ვერ მიიღეს ნათლად ლენონის გზავნილი, რადგან მისი ტექსტები უპირისპირდებოდა, უკვე წაგებულ და კატასტროფულ ლაშქრობას ვიეტკონგის წინააღმდეგ.  კიდევ, მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იყო სიმღერის რიტმული და მელოდიური ტონი.  ეს არ იყო პაროდიული ინტერპრეტაცია, როგორც ჯიმი ჰენდრიქსის ელექტრიკული ამერიკის ფესვდო ჰიმნის შესრულება, ეს არ იყო ქვეცნობიერი სატირა, როგორც ჯოპლინის მერსედესი და არ იყო ფსიქოდელიური პოეზია როგორც, The Doors-ის Riders on the storm.  ეს იყო პირდაპირი მიმართვა და შეთავაზება, ახალი, უფრო მშვიდობიანი იდეისა.

ჯონ ლენონმა წარმოიდგინა სამყარო, სადაც ერთობა და სიყვარული დაისადგურებს, ყოველგვარი ლიმიტაციის და ცრუ რწმენის გარეშე.

ეს იყო ერთგვარად უძლიერესი უიარაღო დარტყმა ძალადობის და სისხლისღვრის სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მალევე გახდა ადამიანთა უფლების დამცველთა და მთელი ჰიპების თაობის ჰიმნი.  ლეონის ამ სიმღერამ მოახდინა მსოფლმხედველობრივი რევოლუცია ბევრ სხვა იმდროინდელი ხელოვანის ნაწარმოებთან ერთად.  ლენონის ეს სიმღერა მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამ სისტემის საწინააღმდეგოდ აჯანყება და ნეოლიბერალი მთავრობის დამპალი მოქმედებების წინააღმდეგ გამოსვლა აუცილებელია იმისათვის. რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ოცნების უნარი.