Maroon 5-ის ბასისტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს

118

ჯგუფი Maroon 5 ამერიკული ტურნეს შესახებ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შემადგენლობა ცვლილებას განიცდის. კონცერტებში, რომლებიც 2020 წლის ნაცვლად, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება, ბასისტი მიკი მედენი მონაწილეობას არ მიიღებს. 41 წლის მუსიკოსი 30 ივნისს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებით დააპატიმრეს.

ცნობილია, რომ მუსიკოსმა გირაოს სახით 50 ათასი დოლარი გადაიხადა, თუმცა, მომხდარის გამო მან ჯგუფიც დროებით დატოვა.

ჯგუფის წევრები აღნიშნულ ცვლილებაზე კომენტარს არ აკეთებენ.