ჯონ ლენონის ქანდაკება გასტროლებზე მიემგზავრება

136

ჯონ ლენონის 80 წლის იუბილეზე მუსიკოსის ქანდაკება შესაძლოა ლივერპულში გასტროლებზე გაემგზავროს. როგორც მოქანდაკე ლორა ლიანი აცხადებს, მას სურს, რომ ნამუშევარი მუსიკოსის მშობლიურ ქალაქში 2020 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს ჩავიდეს.

ქანდაკება ბრინჯაოსგან 2018 წელს დამზადდა და მას შემდეგ ლონდონის Hard Rock Cafe-შია განთავსებული.

“მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, სწორი იქნება, თუ ლენონი სახლში დაბრუნდება. ჩემი თაობისთვის, რომელიც ვიეტნამის ომის და ბირთვული ომის საშიშროების პერიოდში გამოწვეული პროტესტების დროს გაიზარდა, ლენონი შთაგონების წყარო გახდა”, – აცხადებს მოქანდაკე.