ანტონინ მარტოს და გოგი ძოძუაშვილის ახალი ალბომი გამოვა

379

18 ივლისს, ანტონინ მარტოს და გოგი ძოძუაშვილის ახალი ალბომი Condominium Of Free Will ყველა წამყვან ციფრულ მუსიკალურ პლატფორმაზე გამოვა. აღსანიშნავია, რომ ალბომს მასტერინგი გაუკეთდა და გამოიცა Leno Records-ში.

“11 შედევრი, რომელშიც პოეზია ხვდება ელექტრონულ მუსიკას, მოგგვრით ღიმილსა და ცრემლს, გამოგზაურებთ სივრცეში – სითბოში, სიცივეში, სიყვარულში.
ანტონინ მარტოს და გოგი ძოძუაშვილის თანამშრომლობა 21 წლის წინ დაიწყო, როდესაც მათ ერთად გამართეს კონტრ-კულტურული კონცერტი თბილისის თეატრალურ სარდაფში, რომელსაც ერქვა “ტფილისი – მე-20 საუკუნის ბოლო”, რომელშიაც მოცემული იყო პოსტ-ეგზისტენციური მუსიკა და ტექსტი ერთად. მაშინვე გამოჩნდა რომ ამ ავტორების თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული იქნებოდა. გოგი ძოძუაშვილი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ელექტრო-მუსიკოსია, რომელის მუსიკამ ფართო ეკლეიმი მოიპოვა უკვე მთელს მსოფლიოში. სიმღერა Postindustrial Boys რომელიც ანტონინ მარტოს სიტყვებზეა აგებული უკვე მთელს მსოფლოშია გავრცელებული, როგორც ელექტრო-მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის. ანტონინ მარტოს და გოგი ძოძუაშვილს ეკუთვნის აგრეთვე “ყვავილების ქვეყნის” ინგლისური რეინტერპრეტაცია. ანტონინ მარტო გახლავთ მსოფლიოში აღიარებული ქართველ-ამერიკელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი და პერფორმერი, რომელსაც სხვადასხვა დროს შექმნილი აქვს ნაწარმოებები ტანამედროვე მუსიკის ისეთ გრანდებთან, როგორებიც არიან ოლივერ ლეიკი, ჯერი ალენი, ალისონ ვულფი, ირაკლი ჩარკვიანი, ენდრიუ სირილი, ქეთათო, ერეკლე დეისაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ვიქტორ ობიოლსი, ედუარდ ინიესტა, რობი კუხიანიძე, ნიაზ დიასამიძე, რეჯი უორკმენი, სალომე კორკოტაშვილი და სხვები. ბოლო ხანებში ის თანამშრომლობა ანდრია გველესიანთან და გიორგ ცხადაძესთან. ანტონინ მარტო ერთ-ერთი პირველი ქართველი პოეტია, ვისაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ სოლო გამოფენა გაუმართა 2009 წელს და ვინც მაიამის წიგნის ბაზრობაზე ნობელის პრემიის ლაურეატებთან ერთად წარადგინა საკუთარი პერფორმანსები. მისი ნაწარმოებები გამოცემულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ინგლისსა და საქართველოში”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

Lenø Records-ს ფოტო.