ესკეიპიზმი და ადამიანური გაუცხოების სურათი მიქელანჯელო ანოტონიონის “ზაბრისკის პოინტში”

424

დღეს, ჩვენი სამყარო გადატვირთულია უსულო ხალხის მასით და კომერციალიზმით.  ამასობაში რიგით მოქალაქეები ასეთი მსოფლო წესრიგის არც დატოვებას და შეწინააღმდეგებას არ ცდილობენ.  ადამიანები ვერც კი ცდილობენ საკუთარი ბედნიერების პოვნას. ისინი ძირითადად თვით გადარჩენაზე ფიქრობენ და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე.  იმავე დროს, როდესაც ყვავის დისკრიმინაცია, ძალადობა და განვითარებული კაპიტალიზმი. ქუჩები კი ხალხის ყვირილით და სისხლისღვრით ივსება – როგორც რეალობაში, ასევე მხატვრულ ნაწარმოებებში.

ამ საკითხზე გამოცდილმა იტალიელმა კინორეჟისორმა მიქელანჯელო ანტონიონიმ, რომელიც ეგზისტენციალიზმის და მოდერნიზმის ჟანრის წარმომადგენელი იყო, გააკეთა საოცარი ფილმი, 7 მილიონიანი ბიუჯეტით, რომელსაც სხვადასხვა ტიპის გამოხმაურება მოჰყვა.  ეს ფილმი იმდროინდელი კრიტიკოსების თვალით კონტრ-კულტურას პოზიტიური მხრით წარმოაჩენდა 1969 წელს.  ის გამოხატავდა იმდროინდელი საზოგადოების უიმედობას და სიცარიელეს… მოქმედების ნაწილი მიმდინარეობს “ზაბრისკი პოინტში”, კალიფორნიის ნაციონალურ პარკში, სიკვდილის ხეობასთან ახლოს. მთლიანად ფილმის სახელწოდება დაკავშირებულია ადგილმდებარეობასთან – ზაბრისკი პოინტთან.

ფილმი აღწერს გვიანი 1960- იანი წლების პერიოდს.  იმ დროს, როდესაც პოლიციური ძალადობის, სისხლისღვრის, ჰიპების მოძრაობს, სოციალური უსამართლობის,  სამოქალაქო უფლებების მოძრაობის, კონსერვატიული კულტურის და კომერციალიზმის აყვავება ერთდროულად ხდებოდა.  სადაც პროდუქტს და კომერციულ საქონელს, უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ადამიანს და მთელი ქალაქი გარშემორტყმული, იყო რეკლამებით; რომელიც გამოტოვების და ჩამორჩენილობის შეგრძნებას ნერგავდნენ. ეს  რეკლამები  გახდა ამ ქალაქის სახე.

ადგილობრივი უნივერსიტეტის რევოლუციონერ აჯანყებულთა შორის დგას  ფილმის ერთ-ერთი პროტაგონისტი, ყოველდღიურობის წინააღმდეგ აჯანყებული, რომელსაც  მსახიობის სახელი აქვს – მარკი – და მეორე ახალგაზრდა ქალი პროტაგონისტი – დარლა.

მარკის, ყოველდღიური ცხოვრება, შედგება მისი პიკაპ-მანქანით სიარულისგან, სადაც მისი მხედველობა ყოველდღე იბომბება  რეკლამებით და რძის/ფერმის პროდუქტებით. იარაღის ყიდვის შემდეგ ის გზად გაუვლის თავის მეგობარს, პოლიციის განყოფილებაში.  ის აიძულებს პოლიციას, რომ დააპატიმრონ და მისი სახელის ტყუილი მითითებით, ცდილობს ნეოლიბერალური სისტემა პროვოკაციაზე წამოაგოს. ის უერთდება დაპატიმრებულებს, როგორც კარლ მარქსი. ამით ის საკუთარ კონტრ-კულტურულ ხედვას გამოხატავს.  ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, კამპუსის ტერიტორიაზე ხდება სტუდენტების და პოლიციის დაპირისპირება.  პოლიციელები თავდასხმის დროს კლავენ შავკანიან სტუდენტს, ისევე როგორც ეს ახლა ხდება, მარკი კი გადაწყვეტს, რომ მისი რევოლუციური მიზანი აასრულოს და ის შურისძების მიზნით კლავს პოლიციელს. იგი ამ დროს სისტემაზე არის განაწყენებული და პირდაპირ რომ ვთქვათ – გამწარებული.   მთავარი გმირის ქმედება საკმაოდ ინსტანტურ-სპონტანურია – ის ინსტიქტურად ებრძვის უძლიერეს სისტემას და ცდილობს გაექცეს მომხმარებლურ და მკვლელ, რასისტულ სამყაროს.  მოკლე პერიოდში გაქცეული მარკი იპარავს თვითმფრინავს და მიფრინავს, დიდი სიცარიელისკენ – არიზონისკენ ლოს ანჯელესის აეროპორტიდან.  მისი ეს ნაბიჯი შეუმჩნეველი არ დარჩება.

ამასობაში ახალგაზრდა ქალი-პროტაგონისტი  დარლა იღებს სასიყვარულო მიწვევას, მისი რეალტორი ბოსისგან.  ეს მოწვევა მას ეპატიჟება კოტეჯში ფენიქსის მთებზე , რომელიც  რეკლამირებულია როგორც ბურჟუაზიული სამოთხის სახლი.  ჩვენ ვერ ვიგებთ დარლას ბოსზე ბევრ რამეს, მაგრამ, რაც აშკარად ჩანს მისი ქცევებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ის არის ერთ-ერთი რიგითი კორპორატიული ბოსი, რომელიც განკარგავს მსოფლიო რესურსებს.  დარლა ჯდება თავის მანქანაში და მიემგზავრება საკუთარი პრინცის სანახავად, მის ციხესიმაგრეში, ფინექსში, იმისათვის, რომ უფრო მაღალი პოზიცია დაიკავოს.  დარლამ კარგად არ იცის გზა ფინიქსისაკენ და ის გაეშურა უდაბნოს გავლით.

ანტონიონის ფილმის პერსონაჟები თავისებურად ანტონიმური ხასიათისა არიან – ერთმანეთთან შეპირისპირებით.  ერთ-ერთი მათგანი ცივილიზებულია და ცოტა არ იყოს სამყაროს ცდუნებებში გაურკვეველი. ხოლო მეორე პასტორალური წესრიგის მიმართ აჯანყებული და გაპარული ნეოლიბერალური სამყაროს მთავარი კანონისგან.  მარკი ხისტი და რისკზე წამსვლელია, ხოლო დარლა ნაზია და აქვს მშვიდობის მტრედის ხასიათი.

ფილმის მუსიკალური მხარე მოიცავს ფსიქოდელიური როკის და პოპის ნაწარმოებებს რომელიც თითქოს ავსებს კალიფორნიის და არიზონის ატმოსფერულ სიცარიელეს.  ეს მუსიკა შესრულებულია  ისეთი დიდი არტისტების შესრულებით, როგორებიც არიან სიდ ბარეტი ან პინკ ფლოიდი.

რეჟისორის საოცარი მხატვრული ხედვის წყალობით მუსიკა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ინდუსტრიული რადიო გუგუნებს.  ფილმს შეგნებულად არ აქვს არანაირი კომპიუტერული ან პრაქტიკული ეფექტები და არანაირი ეპიკური სცენები. თავად მსახიობებს  აქვთ მინიმალისტური მისია ან არანაირი რეზიუმე.  ეს ქუჩიდან შერჩეული ტიპაჟებია, რომლებიც რიგ შემთხვევებში რეჟისორის მეგობრებიც არიან.

ეს მინიმალისტურ აღქმას კიდევ უფრო აძლიერებს.  ფილმის ძირითადი ვიზუალური ფოკუსი ფიქსირებულია აღმოსავლეთ კალიფორნიის ან არიზონის უდაბნოებზე.

ამ უდაბნოში მდებაროებს უცნაური ბარი,  მას ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი სტუმრობს და ამავე დროს აქ არიან ფსიქიკურად და ემოციურად არასტაბილური ველური ბავშვები, რომლებიც ახაგაზრდა ქალის გაუპატიურებას შეეცდებიან, მაგრამ ის თავს დააღწევს ამ საშიშროებას.   თავისთავად ეს აბსურდული სცენა საინტერესოა იმით, რომ დღევანდელი კონსუმერისტული კულტურა ახალგაზრდა ქალის სხეულიდან საჯდომის ფოკუსირებას ახდენს და ბავშვებსაც უკვე ამ ქალის “ხმარების” ილუზიას უჩენს.  ეს არის ჩვენი დეგრადირებული და რასისტული ცივი ლიზაციის შედეგი.

 ამის შემდეგ წყლის რეზერვუარი გაწყვეტს ვიზუალს მცირე ხნით, მაგრამ უმეტესი ფოკუსი, მაინც უდაბნოს სიცარიელეზეა, რომელიც მოგვაგონებს მომხმარებლურ სამყაროში ადამიანების ურთერთობების სიცარიელეს და პრაგმატიზმს. ანტონიონის წარმოადგენაში ეს არ არის ბუნება კაცის წინააღმდეგ. ეს არის კაცი და ბუნება ერთად. რომელიც ქმნის თავის ანარქიულ-პარადოქსულ სიმშვიდეს. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ფილმი, მაგრამ ის საოცრად მოხერხებულად ახერხებს, გვანახოს სიმარტივე, სიცარიელე, სიმახინჯე და სიმშვიდე.  პარადოქსული და ეკლექტური ერთობლიობაა ახალი დროების.  ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ, როდესაც ამერიკაში ათასობით ადამიანი იხოცება კოვიდ ვირუსისაგან და პოლიტიკოსებს თავისი მხარდამჭერები მიტინგებზე გამოჰყავთ დასაინფიცირებლად. 

ფილმის მთავარი პერსონაჟები ძალიან სტერეოტიპულნი არიან თავიანთი პერიოდისთვის.  მათ არ აქვთ ჰეროიკული ტენდენციები ან სუპერძალები.   ისინი მკვლელ სისტემას უპირისპირდებიან, როგორც რიგითი ადამიანები, რომლებიც ულამაზესები არიან.   მათი სასიყვარულო სცენები პირდაპირი ანტიპოდია ბურჟუა არსებობის სიცარიელის. ადამიანები არსებობენ, რომ პრობლემები გადალახონ. ეს ყველაფერი ფილმის მარტივ აღქმას აძლიერებს.

როცა ჩვენი პერსონაჟების მარშრუტი ერთმანეთს ემთხვევა, ისინი საკუთარ მიზნებს თავიდან უთხრობენ მაყურებლებს,  როდესაც ქვიშის მთებზე, დრიფტის დროს ისინი სიყვარულში ულამაზეს  ვარდებიან და ჰარმონიური რომანტიკური სცენა იღებს ადგილს.

სიყვარულის დროს უდაბნოს სიცარიელე, აღნიშნავს ბედნიერებას სივრცეში – კოსმოსივით დიდ სივრცეში.  ის გვეუბნება, რომ ადამიანს თუ სიყვარულისთვის უდაბნოს დაუთმობ, ის მაშინ სიხარულს და ბენდიერებას მის უაზრო ცხოვრებაში, – სწორედ აქ უდაბნოს უკანონობაში.   ანტონიონის ფილმი ძალიან კარგად ამბობს რომ საზოგადოების წესები, ნორმები და დოგმები აკოჭლებს ადამიანს და ადამიანობას აკარგვინებს.

მაგრამ წარსული…. მაინც თავისას მოიმკის.

მარკი მიფრინავს უკან ლოს ანჯელესისკენ და დარლა თავის ბურჟუა პრინცისკენ გზას აგრძელებს.  პოლიცია მარკს ელოდება ადგილზე.  ისინი ამჩნევენ მის თვითმფრინავს და დაბალი სიჩქარით დევნაში ერთვებიან.  მარკი, პოლიციური ძალადობის სისტემას ეწირება მოულოდნელად.   ის კვდება – ის თავისმა პრობლემებმა შთანქა – ის მოკლა იმ უსამართლობამ და რასიზმმა, რომელსაც ის ეწინააღმდეგებოდა.

ამასობაში დარლა მარკის სიკვდილის შესახებ რადიოს შეტყობინებიდან გაიგებს და სასოწარკვეთაში ჩავარდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს თავის გზას.

ადგილზე მისვლის და ცოტა ტირილის შემდეგ,  მას წინ უდგება სცენა, სადაც წარმოდგენილია კორპორატიული სამყარო მთელი თავისი სიხარბის შარმით. ბიზნესსმენები და მათი ცოლები, რომელიც ეგოისტურად ერთობიან, მათი ნაბიჭვარი ქმრების ფულების ხარჯზე, რომელიც შემდეგი “ინვესტიციის” გეგმას განიხილავენ.

დარლას შეეძლო მათთან ერთად ყოფილიყო და ცხოვრება ციხესმაგრეში და ეგოისტურ იზოლაციაში გაეტარებინა;  მაგრამ, რადგანაც მან დაკარგა ის ადგილი და პიროვნება, მისთვის აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა ამქვეყნიურ სიამოვნებებს.  ის ფანტაზიორობს ამ კოტეჯის აფეთქებაზე, თითქოს ეს ტერორსტული აქტი გადაწყვეტს მის პრობლემებს. 

თუმცა, სინამდვილეში, ჩვენ არც კი ვიცით ეს მხოლოდ ფიქცია იყო თუ სიმართლე. ამ აქტით ანტონიონის გმირმა დარლამ საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ბოლოში გავრცელებულ მასიურ ტერორიზმს, რომელიც სუბალტერნის წევრებს ათავსიუფლებს რასისტული ბურჟუაზიის ბატონობისგან.   მაგრამ, ეს ხომ ფიქციაა – ჩვენ კარგად ვნახეთ რომ 2001 წლის 11 სექტემბრის აქტმა ჩაგრულ მასებს არანაირი თავისუფლება არ მოუტანა.  თუმცა სიხარბით სავსე ბიურგერის აფეთქბეა ისევ და ისევ რჩება ჩაგრული ახალგაზრდის ოცნებებში.  იქნებ თვითონ სიხარბის აფეთქბეას გულისხმობს მიქელანჯელო ანტონიონი – მართლაც რა ქნებოდა რომ დარლას მსგავსად ყველამ შეძლოს სიხარბის აფეთქება – ოღონდ საკუთარ თავში. 

დარლა ბრუნდება, უკან დიდ სიცარიელეში და ფილმიც მთავრდება, უსახო კრედიტებით, რომ თითქოს ეს არ იყო ფილმი და იყო რეალური ჩანაწერი, მესამე პირისგან გადმოცემული.

ფილმის ფილერი და ბუნებრივი ფოტოგრაფია, შეიძლება ძლიერად თავიდან მოსაწყენი მოეჩვენოს მაყურებელს, მაგრამ მისი არაჩვეულებრივი სატირა და იზოლაციური ბუნების წარმოჩენა ხდის მას, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ კლასიკურ კინო-ნაწარმოებად, რომელიც, მძიმე დარტყმას აყენებს თანამედროვე დომინაციის და მომხმარებლურ სისტემას, და მაყურებელს, და უცვლის მის შეხედულებას ცხოვრებაზე.

დავით რაზიკაშვილი