Bon Jovi აშშ-ში მიმდინარე პროტესტების ტალღას სიმღერას უძღვნის

99

ამერიკული როკ-ჯგუფი Bon Jovi აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ პროტესტებს ეხმიანება და სიმღერას აქვეყნებს.

“არ შემეძლო არ დამეწერა ეს კომპოზიცია, რადგანაც ისტორიული მომენტის მოწმე ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკოსის უდიდესი ნიჭი მისი ხმაა, რომლითაც შეუძლია სპეციფიურ თემებს შეეხოს”, – აცხადებს ჯგუფის სოლისტი ჯონ ბონ ჯოვი.