ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტური აღარ გაიმართება

177

ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, 2021 წელს დაგეგმილი მსოფლიო ტური – HERE TO LOVE აღარ გაიმართება. მომღერალმა ამის შესახებ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც SOLO საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

„მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური – HERE TO LOVE აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“

tkt.ge-ზე, SOLO Lounge-ში ან ბანკირისა და პირადი ასისტენტის დახმარებით შეძენილ ბილეთებში გადახდილი თანხა 15 ივლისიდან, სამ სამუშაო დღეში თქვენს ბარათზე ავტომატურად დაგიბრუნდებათ“, – წერს ლენი კრავიცი.