ბრიტანეთის ზარაფხანამ ელტონ ჯონის სახელობის მონეტები გამოუშვა

105

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ ვერცხლის, ოქროსა და ნახევრადძვირფასი მეტალებისგან, ელტონ ჯონის საპატივსაცემოდ, მონეტები გამოუშვა.

“2020 წელს სამეფო ზარაფხანა პატივს მიაგებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან არტისტებს, რომლებმაც მუსიკის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. არცერთ კოლექციას არ ექნებოდა აზრი ელტონ ჯონის გარეშე”, – წერია ზარაფხანის განცხადებაში.

მონეტების დიზაინი ბრედლი მორგან ჯონსონის შემუშავებულია.