მორისიმ დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა გამოაქვეყნა

334

ბრიტანელმა მუსიკოსმა მორისიმ ჯგუფ T.Rex-ის სიმღერის Cosmic Dancer-ის ქავერი გამოაქვეყნა, რომელსაც დევიდ ბოუისთან ერთად ასრულებს.

“დევიდმა სასტუმროში დამირეკა და ჩვენ ამ დუეტის შესრულებას ტელეფონის მეშვეობით ვეცადეთ. ეს ძალიან სასაცილო იყო, რადგანაც ის სიტყვებს ვერ იმახსოვრებდა, შემდეგ კი, უკვე კონცერტზე ტექსტი მე დამავიწყდა” – აცხადებს მორისი.