კანიე ვესტი ამერიკის პრეზიდენტობას აპირებს

362

43 წლის ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი – კანიე უესტი ყოველთვის გამოირჩევა ექტსრავაგანტული და მოულოდნელი ნაბიჯებით, თუმცა მის მიერ ტვიტერის ანგარიშზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული პოსტი გამომწერების მოლოდინებს სცდება.

როგორც ირკვევა, რეპერს მყარად აქვს გადაწყვეტილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს ამერიკის დაპირება ღმერთის რწმენის, ხედვის გაერთიანებისა და ჩვენი მომავლის შენების შესახებ. მე ამერიკის პრეზიდენტობაზე ვიყრი კენჭს! 2020VISION,” – წერს რეპერი.

აღსანიშნავია, რომ კანიე ამ თემაზე ადრეც საუბრობდა, თუმცაღა დროის გასვლის შემდეგ, ეს ყველაფერი ფანებს უბრალოდ ახირება ეგონათ.